სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018 წელს 18 ათასი მასწავლებელი და 2 ათასი სკოლის დირექტორი გადამზადდა
03-01-2019
-
+


2018 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 18 000 მასწავლებელი და 2 000 სკოლის დირექტორი გადამზადდა - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაიწყო განათლების სისტემის სრული ტრანსფორმაციის პროცესი.

2018 წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, საპილოტე 150-ე საჯარო სკოლაში დაიწყო „ახალი სკოლის” მოდელის დანერგვა. რეფორმის ფარგლებში ინერგება ონლაინ ჟურნალის მოდელი, რომელიც უახლოეს მომავალში კიდევ 100 სკოლაში დაინერგება.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის 3 273 წარმომადგენელი. დამტკიცდა სახელმწიფო ენის 6 დარგობრივი მიმართულების პროგრამა და შეიქმნა 10 დარგობრივი მიმართულების სახელმძღვანელო.

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა. გაიცა 191 სტიპენდია. ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აამოქმედა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი გახდა მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის წევრი და მოიპოვა ეროვნული სააგენტოს სტატუსი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადდა 23 საგრანტო კონკურსი, რომლის საფუძველზე დაფინანსდა 354 საგრანტო პროექტი და გაიცა ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება