სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა

სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლის საახალწლო ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად ჩაერთო
10-01-2017
-
+


სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. 

როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, ბავშვების ფუსფუსი დილიდანვე დაიწყო. ერთად, შემართებით, სიყვარულით დაიწყეს მზადება. ღონისძიების დაწყებისთანავე შეიქმნა პოზიტიური განწყობა. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს. თოვლის ბაბუამ სახალისო გამოცანებით გაახალისა მოსწავლეები.

ყველა კლასი აქტიურად იყო ჩართული. მე-10 კლასის ბავშვებმა ერთმანეთს საჩურები გადასცეს. მე-11 კლასის მოსწავლეებმა მხიარული სკეჩები წარმოადგინეს. მე-5, მე-6, მე-7,მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა პიესა და საახალწლო ტრადიციები გააცნეს საზოგადოებას. სახალისო იყო კითხვა-პასუხის ნომერი. 

ბავშვებმა ყველა ნომრის შემდეგ ქართული ცეკვები შეასრულეს. ჰქონდათ სახუმარო ნომრები. 

წამყვანები მარეხი და გიული კოჩალიძეები აქტიურობდნენ. მათ სკოლის დირექტორისგან მადლობა დაიმსახურეს.

შთამბეჭდავი იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეების ნაზიბროლა ბოლქვაძის ნომერი.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ წარმოდგენილი ნომინაციების მფლობელი ბავშვები საახალწლო ტკბილეულით დააჯილდოვა. თითოეულ მოსწავლეს საახალწლო საჩუქრები გადასცა. მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს დარიკო მელაძეს. მან ასევე წარმატებები უსურვა მოსწავლეებს.

ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის გამგებელი გოგი ბოლქვაძე და მშობლები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება