სიახლეები
სიახლეები

გაუქმდება თუ არა სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და რა სიახლეებს უნდა ელოდონ აბიტურიენტები?! - მარიამ ჯაში განმარტებებს აკეთებს
03-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წელს ფუნდამენტურ ცვლილებებს გვპირდება, როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების (CAT), ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით.

აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხდა. 

მისი თქმით, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა გამორიცხული არც 2019 წელს არის.

„საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2020 წლისთვის დააანონსა, ამიტომ 2020 წელი იქნება ფუნდამენტური ცვლილებების წელი, მაგრამ 2019 წლისთვის არ გამოვრიცხავ გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ეს არ იქნება მასშტაბური და შესაძლოა, პროცედურული ცვლილებები იყოს“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

etaloni.ge-ს კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა რომ საატესტატო გამოცდები გაუქმდეს და მიმდინარეობს თუ არა აღნიშნულის შესახებ საუბარი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ კონკრეტული ცვლილებები მსჯელობის პროცესში გამოიკვეთება. 

„გაუქმებასთან დაკავშირებით, მე არ მქონია კონსულტაციები. ვფიქრობ, მსჯელობის პროცესში გამოიკვეთება ის ცვლილებები, რომელიც პროცესის უწყვეტობასაც შეინარჩუნებს და დახვეწავს გარკვეულ ადმინისტრაციულ საკითხებსაც. მაგალითისთვის, CAT-ის გამოცდებში ცვლილებების შეტანის საკითხი მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროსაც განიხილებოდა. საუბარი იყო, რომ შესაძლებელი იყო საატესტატო გამოცდების ცოტა ადრე ჩაბარება, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ დრო სკოლისა და ერთიან ეროვნული გამოცდებს შორის. ასევე, ჩემი წინადადება იყო, რომ მოსწავლეებს მისცემოდათ გადაბარების საშუალება, დავუშვათ ისეთ დროს, როცა მოსწავლე მხოლოდ ერთ გამოცდაში ჩაიჭრებოდა და დანარჩენს წარმატებით გადალახავდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც მოქმედებს კომპენსატორული ქულების მექანიზმი და არის გადაბარება. ეს არის ის წინადადებები, რომელიც განხილვის პროცესში იქნება გათვალისწინებული. საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი მიიღებს, ეს მისი კომპეტენციაა“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ თუ 2019 წელს საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდება, მე-12 კლასსაც შეეხება.

„თუკი ცვლილებები მოხდება 2019 წელს საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით, თუნდაც მინიმალური, ბუნებრივია ეს შეეხება მე-12 კლასსაც. მაგრამ ეს მხოლოდ პოზიტიური ცვლილებები იქნება და არავითარ გართულებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა, საბოლოოდ ცვლილებები მინისტრის დასაანონსებელია. ვფიქრობ, 2020 წელს ჩვენ გვექნება ის ცვლილება, რომელიც  აქცენტს ტესტების ჩაბარების პროცესიდან განათლების ჩაბარების ხარისხზე და სწავლის შემოქმედებით პროცესზე გადაგვატანინებს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებები ანალიზის საფუძველზე განხორციელდება.

„საჭირო იყო მნიშვნელოვანი ანალიზი. პირველ რიგში, რა მოგვიტანა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, რა ხარვეზები გააჩნია მას, რა მიმართულებით შეიძლება მისი გაუმჯობესება, რა როლი უნდა დაიკავოს რეფორმების ფარგლებში ეროვნულმა გამოცდებმა. გვინდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო დაფუძნებული სპონტანურ გადაწყვეტილებებზე. ამაში ჩართული გვყავს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სისტემის შეფასება და ცვლილებები სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე განხორციელდება“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდების მოდელი, რომელსაც სამინისტრო წარმოადგენს, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული იქნება.

„ამ ცვლილებებზე საუბარი საჭიროა სკოლებთან და უნივერსიტეტებთანაც. მოდელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, იქნება შეთანხმებული ყველა მხარესთან, ანალიზებზე დაფუძნებული და რაც მთავარია, გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული. ცვლილებები ნამდვილად იქნება ამ კუთხით. იქნება მაქსიმალური ბმა გამოცდებსა და სკოლის პროგრამას შორის, აბიტურიენტს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი მასალის სწავლა. ცვლილება შეეხება დამამთავრებელი კლასის CAT-ის გამოცდებსაც. ჩვენ სისტემა უნდა განვიხილოთ ერთიანად. გვაქვს სკოლა, სკოლის გამოცდები, ეროვნული გამოცდები და უნივერსიტეტი, სისტემა ისე უნდა ავაწყოთ, რომელიც პირველ რიგში იქნება ბალანსზე და არ იქნება იმაზე, რომ მოსწავლეებს სკოლის პროგრამის გარეთ დამატებითი მასალის სწავლა უხდებოდეთ. პირველ რიგში, გამოცდები იქნება ორიენტირებული იმ პროგრამაზე, რომელიც სკოლაში ისწავლება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გაუქმდეს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, მინისტრი პასუხობს, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით სხვადასხვა მოდელზე მუშაობს.

„ბევრი ვერსია არსებობს, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში, გადაწყვეტილება, რომელიც CAT-ისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებას შეეხება, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, შედეგებზე ორიენტირებული და ცვლილებებში, რომელსაც წარმოვადგენთ, გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„100 მამაოს გადამზადებას ვგეგმავთ, რომლებიც უფრო მეტ საჯარო სკოლას დაფარავენ“...

სკოლის დირექტორებმა სამეურვეო საბჭოს ანგარიში უნდა ჩააბარონ - ბრძანება

4 ფაქტორი, რის გამოც სკოლა შეიძლება გაუქმდეს - კანონი

მასწავლებელი, რომელსაც თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს

სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები
 
 
 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა

წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება