სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ძიძა და როგორ ვიპოვოთ ის?! - რეკომენდაციები მშობლებს
24-12-2018
-
+


მომვლელის შერჩევა და პატარასთან მისი დატოვება, ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან რთულია. საინტერესოა, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელთანაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ბავშვი და სად შეიძლება ასეთი ადამიანის პოვნა?! 

ყველაზე ხშირად ბავშვისთვის ძიძის შერჩევა მეგობრებისა და ოჯახის ახლობლების რეკომენდაციებით ხდება. იმ შემთხვევაში თუ ამ გზით შერჩეული ძიძა მშობლის იმედს ვერ გაამართლებს, მორიგი მომვლელის შერჩევა სხვადასხვა სააგენტოების საშუალებით იწყება. თუმცა, არც ამ შემთხვევაში ვიცით რამდენად სანდოა სააგენტოთი შერჩეული ძიძა და როგორ არჩევენ თავად კომპანიები მომვლელებს.

ბოლო პერიოდში, ჩვენი რეალობის საფუძველზე, ძიძების მიმართ ნდობის ფაქტორი საკმაოდ შესუსტდა. ფსიქოლოგების აზრით, მნიშვნელოვანი არის არა ის, რა გზით შევარჩევთ ბავშვის მომვლელს, არამედ უფრო მნიშვნელოვანია ის გარანტია, რასაც სინამდვილეში, ფსიქოლოგების აზრით, ვერცერთი ნათესავი და სააგენტო ვერ მოგცემთ. მოკლედ, რომ ვთქვათ, უნდა გაგიმართლოთ! თუმცა, თავის დაზღვევა მაინც შესაძლებელია. 

მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომვლელი?! რა უნდა გავითვალისწინოთ უპირობოდ და რაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, როდესაც ბავშვს რამდენიმე საათით მაინც სრულიად უცხო ადამიანს ვუტოვებთ?!

ძიძის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება ინდივიდუალური საკითხია. თუმცა, სპეციალისტები სხვადასხვა გამოცდილებაზე დაყრდნობით მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევენ მშობლებს:

  • მიიღეთ დამაჯერებელი, რეკომენდაცია მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობდნენ ძიძასთან;
  • გადაამოწმეთ - მნიშვნელოვანია მას ჰყავდეს შვილები;
  • გაითვალისწინეთ ძიძის ასაკი;
  • გაესაუბრეთ მას პირადად და დარწმუნდით, რომ მომვლელს აქვს პოზიტიური გამოცდილება და ცოდნა პირველადი დახმარების კუთხით;
  • გაატარეთ დრო ძიძასთან და ბავშვთან ერთად;
  • დააკვირდით ძიძის კომუნიკაციის ხერხებს და დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ;
  • დააკვირდით რეაქციას, როდესაც თქვენი პატარა ძიძას დაინახავს.

ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ძიძის სამუშაო, ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა. აქედან გამომდინარე, ეცადეთ მასთან ჩამოაყალიბოთ თბილი და სანდო ურთიერთობა, რადგან გარკვეულწილად სწორედ ამ ურთიერთობაზე თქვენი შვილის აღზრდა/განვითარება.

მშობლებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ძიძები არიან ადამიანები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ თქვენს შვილებთან, ისინი უვითარებენ ბავშვს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც სამომავლოდ მათ ცხოვრებაზე პოზიტიურად ან ნეგატიურად აისახება. ამდენად, კარგი ძიძის შერჩევა თქვენს უპირველეს მოვალეობად ჩათვალეთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება