სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა I მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა
21-12-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორების ინიციატივით, I მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესლმნენ სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, სსუ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ომარ არდაშელია, აზერბაიჯანის სალეჩოს წარმომადგენელი ფაჰრი ვალიევი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის საინფორმციო ურთიერთობების განყოფილების გამგე ელმარ ალი ოღლი მაგერრამოვი.

მისალმებების შემდეგ გაიმართა, როგორც პლენარული, ასევე სექციების სხდომები. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. ნიკო ჯავახიშვილი, დოქტორანტი ლევან კვარაცხელია), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. ტარიელ სიხარულიძე), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. როინ ყავრელიშვილი), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (დოქტორი დავით ჯავახიშვილი), თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი (დოქტორი მარინე იზორია).

პირველი მსოფლიო ომის შესახებ მოხსენებები წარმოდგენილი იყო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე ისტორიულ კონტექსტში.

დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ომარ არდაშელიამ შეაჯამა კონფერენციის მუშაობა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

კონფერენციის მოხსენებების კრებული უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 
პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 

მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება