სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გააუქმდა
07-02-2017
-
+


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე

შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სკოლა-ლიცეუმს, 5 წლის ვადით,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 4 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით მიენიჭა.

სწორედ საბჭოს სხდომაზე, დაწესებულებას განემარტა, რომ სკოლას არ ჰქონდა უფლება ქართულენოვანი სექტორის პარალელურად, სწავლება განეხორციელებინა თურქულენოვან სექტორზე, რადგან თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სკოლას ის უნდა გაეუქმებინა.

გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფების ვიზიტები, სკოლა-ლიცეუმში 2016 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს და 2017 წლის  20, 21 და 22 იანვარს განხორციელდა. მათ დასკვნით კი დადგინდა, რომ სკოლის დირექტორის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა თურქულენოვანი სექტორიდან, უცხო ქვეყნის 82 მოქალაქის გადაყვანა ქართულენოვან პარალელურ კლასებში. თუმცა, გადაყვანილი პირების პირადი საქმეების შესწავლით გაირკვა, რომ გადაყვანამდე არ მომხდარა არც მათი განათლების აღიარება და არც ექსტერნის წესით, მათი მზაობის დადგენა ზოგადი განათლების ცალკეულ კლასებში სწავლებისათვის.

სკოლის ამგვარი ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შეიზღუდა სექტორიდან სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება, რადგან ქართულენოვან სექტორზე მათი გადაყვანა  მოხდა ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა მათი არც ენობრივი და არც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.  შედეგად, ქართული ენის არცოდნის გამო, მოსწავლეები ვერ ითვისებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში, რაც დასტურდება სასკოლო ჟურნალებით. მეტიც, გარკვეული რაოდენობის მოსწავლეთა  ადგილსამყოფელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკოლისთვის უცნობი იყო  და მისი დადგენა ვერ მოხდა მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროს. ამის მიუხედავად, აღნიშნული  პირები მოსწავლის აქტიური სტატუსით სარგებლობდნენ და მათზე წლების განმავლობაში გაიცემოდა ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც რეალურად, არ მოხმარდა ზოგადი განათლების მიზნებს.

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, სკოლის მხრიდან კანონდარღვევის ტენდენცია გაგრძელდა 2016-2017 სასწავლო წლებშიც, როდესაც სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

ამ და ყველა სხვა დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

Etaloni.ge მკითხველს აღნიშნულ თემაზე სკოლის კომენტარს ოპერატიულად მიაწვდის. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება