| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ Etaloni.ge-სა და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს ერთობლივი კონკურსის - „ჩვენი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ გამარჯვებულები და რჩეულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.
გამარჯვებულებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე თბილისის N71 საჯარო სკოლა გავიდა: III4 კლასის დამრიგებლის, ეკატერინე მაისურაძის ფოტომ 4 ათასი მოწონება მოიპოვა, I კლასის დამრიგებლის, ლედი ელიაშვილის ფოტომ კი - 3,5 ათასი მოწონება.
N71 საჯარო სკოლის III4 კლასი

N71 საჯარო სკოლის I კლასი

მეორე ადგილი მოიპოვა თბილისის N106 საჯარო სკოლის I4 კლასის დამრიგებლის, სოფიკო მეხაშიშვილის ფოტომ, რომელსაც 969 მოწონება აქვს.

მესამე ადგილზე კი გავიდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია IV კლასის და კლასის მზრუნველი დამრიგებლის ქეთევან ოჩინსკის ფოტოთი, რომელსაც 736 მოწონება აქვს.

Etaloni.ge-ს და Izrune.ge-ს შემოქმედებითმა გუნდებმა ასევე გამოავლინეს თავიანთი რჩეულები.
Etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები გახდნენ:
Izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები გახდნენ:
Etaloni.ge-ს და Izrune.ge-ს ერთობლივი რჩეული კი გახდა:
შეგახსენებთ, რომ კონკურს „ჩემი კლასის მზრუნველი დამრიგებელი“ მიმდინარე წლის 22 ნოემბერს დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო კლასს ან მოსწავლეებს გადაეღოთ შემოქმედებითი ფოტო მზრუნველ დამრიგებელთან ერთად და მოკლე მინაწერთან ერთად Etaloni.ge-სთვის მოეწოდებინა.
Etaloni.ge ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს საინტერესო ჩართულობისთვის.
Etaloni.ge წარმატებებს უსურვებს თითოეულ სკოლას, დამრიგებელს, მოსწავლეს, მშობელს და მომავალშიც არაერთ საინტერესო აქტივობას გპირდებათ!
იხილეთ ასევე: izrune.ge-ს განვითარებისა და მომავალი გეგმების წარდგენა მიმდინარეობს
იხილეთ დაჯილდოების ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა