სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებლებს: „გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული“
15-12-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. 

მინისტრმა პედაგოგებს მათი დიდი დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.

დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს სახელით, მასწავლებელ ლადო აფხაზავას სოფელ ჩიბათიდან, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.

მეექვსე კონფერენციის - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მიზანი მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება იყო. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება