სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილის ფრანკფურტში ვიზიტის ხარჯებზე განათლების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
14-12-2018
-
+


„განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება“,- აღნიშნულ განცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მინისტრის მიერ ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებს უკავშირდება, სიცრუეა.

etaloni.ge სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გამომდინარე იქიდან, რომ განათლების სისტემის წინააღმდეგ გრძელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, განათლების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქ ფრანკფურტში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ მასალაში ასახული ინფორმაცია არის მცდარი და სრულად ინტერპრეტირებული.

სტატიაში მითითებული, უწყების მიერ საჯარო ინფორმაციით გაცემული გადაადგილებისთვის საჭირო თანხები მოიცავს 2018 წლის 9-14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სამინისტროს დელეგაციის და არა მხოლოდ მინისტრის გადაადგილების ხარჯებს.

არაერთი მასშტაბური ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის სამინისტროს დელეგაცია შედგებოდა როგორც პრეს-ცენტრის, პროტოკოლის, საორგანიზაციო და გადამღები ჯგუფების, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებების თანამშრომლებისგან, ასევე, რა თქმა უნდა, მინისტრისა და მოადგილეებისგან. შესაბამისად, დაქირავებული მიკროავტობუსი/მინივენი 5 დღის მანძილზე ემსახურებოდა როგორც მთელ დელეგაციას, ასევე, გამოიყენებოდა ღონისძიებების ლოკაციებზე გადაადგილების და შესაბამისი აპარატურის, საგამოფენო წიგნებისა და მასალების გადატანისთვის.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წიგნის ბაზრობის გარდა, ფრანკფურტის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა არაერთი ლიტერატურული, სამეცნიერო, თეატრალური, მუსიკალური, საგამოფენო, სამეცნიერო ღონისძიება. კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ დელეგაციის ყველა წევრის ხარჯი სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ ლიმიტსა და ნორმებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს და საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას განათლების სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რომელიც განათლების ყველა კომპონენტის განვითარებას გულისხმობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის წინსვლისთვის და ამ ტიპის მიზანმიმართული ქმედებები აზიანებს როგორც რეფორმის დანერგვას, ასევე, განათლების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას“,-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება