სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სომხეთის განათლების მინისტრი განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა
14-09-2016
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ლევონ მკრტჩიანი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიასპორისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს დიასპორის განყოფილების უფროსი ბატონი კარენ მნაცაკანიანი.

სტუმრებს განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. 

მხარეებმა საკუთარი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ცენტრმა წარმოადგინა პრეზენტაცია, ცენტრის მთავარი საქმიანობის - ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების გამოყენების შესახებ. ქართულმა მხარემ ისაუბრა შედეგის შეფასებასა და განვითარებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე.

სომხური დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებით და პროგრამული აკრედიტაციის სისტემით, რომელსაც ამჟამად ნერგავენ სომხეთში და რომლის ქართული ანალოგის შესახებ ვრცლად ისაუბრეს შეხვედრაზე.

ასევე, განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისთვის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვისა და პროგრამების კლასტერულად შეფასების შესაძლებლობა.

სტუმრებმა გამოთქვეს აზრი, კავკასიში ერთიანი სააკრედიტაციო სისტემის ჩამოყალიბებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება