სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელ მიმართულებებზე ხდება საფრანგეთში სწავლის დაფინანსება
06-02-2017
-
+


სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2017-2018

1. სად უნდა გავიაროთ რეგისტრაცია?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით (19:00 სთ) შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ელ. მისამართზე: https://app.iec.gov.ge/





2.რომელ მიმართულებებზე ხდება საფრანგეთში სწავლის დაფინანსება?

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებები/სპეციალობები:

აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი.
 
3.რა საკონკურსო ეტაპებს გადის კონკურსანტი?

კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:


კონკურსის ვადებში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და განაცხადის ფორმის შევსება;
განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური  და შინაარსობრივი შემოწმება შესაბამისი გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად;
კომისიასთან გასაუბრება;

4.როდის არის განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა?

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მარტის 19:00 საათი.

5.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხდება თუ არა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას?

პროგრამა არ უზრუნველყოფს საფრანგეთში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას.

6.მაღალი აკადემიური მოსწრება პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელ პირობაა?

ერთ-ერთ მთავარ საკონკურსო პირობას წარმოდგენს მაღალი აკადემიური მოსწრება. 

კერძოდ, საბაკალავრო პროგრამაზე ან უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო პროგრამის განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ - 3.0, შეფასების 100 ბალიანი სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი ­ 81­90 ან შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში. 

შესაბამისად, სადოქტორო პროგრამის შემთვევაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის შედეგად GPA მინიმუმით - 3.0 ან/და შესაბამისი ქულა განსხვავებულ შეფასების სისტემის შემთხვევაში.

ან უცხო ქვეყნის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე განვლილი სასწავლო წლის GPA მინიმუმ - 3.0, შეფასების 100 ბალიანი სისტემის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ (B) ძალიან კარგი ­ 81­90.

7.როგორია დაფინანსების გაცემის წესი?

დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით, ერთი აკადემიური წლისთვის.

8.განაცხადის წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ რა პროცედურებს გადის კონკურსანტი?

განაცხადის წარმოდგენის ვადის დასრულების შემდეგ იწყება კონკურსანტების შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება;

განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების ხარისხობრივი (შინაარსობრივი) შეფასება; კომისიასთან გასაუბრება;

9.სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2017-2018 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია თუ არა კონკურსანტმა წარმოადგინოს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის წერილი?

გრანტის მოსაპოვებლად არ არის აუცილებელი საფრანგეთის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის წერილის არსებობა განაცხადების წარმოდგენის ეტაპზე.

10.სად მოვიპოვოთ ინფორმაცია საფრანგეთში უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურების შესახებ.

საფრანგეთში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებით მიმართეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელს. ტელ: 2 922 855

11.შეუძლია თუ არა დაინტერესებულ პირს ცენტრში კონსულტაციის მიღება?

დაინტერესებულ პირს შეუძლია ცენტრის წარმომადგენელთან კონსულტაციის გავლა საკონკურსო ვადების პერიოდში (1 თებერვალი, 1 მარტი) კვირაში ორჯერ ოთხშაბათს და პარასკევს, 13:00 – 16:00-მდე.

12.რა ენაზე უნდა წარმოვადგინოთ სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და სხვა საჭირო დოკუმენტები ?

კონკურსანტი განაცხადს ავსებს ქართულ ენაზე. საკონკურსო მოთხოვნებში მითითებულია ის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოთ ორ ენაზე შედგენილი.

13.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ ფრანგულენოვან სამაგისტრო პროგრამებზე ფინანსდება სწავლა?

პროგრამა ითვალისწინებს სწავლის დაფინანსებას საფრანგეთში როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება