TOP ნიუსი
სიახლეები
სამასწავლებლო

„თუ მოიპოვა სტატუსი, შენარჩუნება აღარ უნდა სჭირდებოდეს“- როგორ აფასებენ დირექტორები კრედიტების დაგროვების მექანიზმს
06-12-2018
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში მოცემულია შემდეგი მექანიზმი: პედაგოგს შეუძლია დაწინაურდეს და მიიღოს, მაგალითად, უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მაგრამ მისი შენარჩუნებისთვის კრედიტების დაგროვება უწევს. ეს პროცესი კი მოიცავს როგორც ტრენინგებზე დასწრებას, ასევე სხვა აქტივობებს. 

იმ შემთხვევაში თუ პედაგოგი კრედიტებს ვერ დააგროვებს, მას სტატუსი აღარ უნარჩუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სტატუსის ჩამორთმევა არ გულისხმობს წინა საფეხურზე დაბრუნებას (მაგალითად, უმცროსი მასწავლებლის სტატუსს), თუმცა, პირობითად, უფროსი მასწავლებლის ტიტულის შენარჩუნებისთვის კრედიტების აღება აუცილებელია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მექანიზმი გადაიხედება და მასწავლებლებს სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ. თუმცა, რა მხრივ შეიცვლება ეს ფორმატი, გართულდება თუ უფრო გამარტივდება, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

Etaloni.ge სკოლის დირექტორებს ჯერ არსებული მექანიზმის  და ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ინიციატივის შესაფასებლად დაუკავშირდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლა, დირექტორი  მარინე სარალიძე:


სტატუსის მისაღებად მასწავლებელმა გამოცდა აუცილებლად უნდა ჩააბაროს, მის შესანარჩუნებლად კი აქტივობებს უნდა მიჰყვებოდეს და კრედიტებს აგროვებდეს. პროცესში არის ხარვეზებიც. მაგალითად, სხვა ტრენინგი გავიარეთ და გამოცდაზე სხვა კითხვები იყო.  სასურველია, ეს გამოსწორდეს. საბოლოო ჯამში, ის ფორმატი, რომელიც დღეს ამ მხრივ არსებობს, მომწონს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა კვარაცხელია:

მასწავლებელი სტატუსს რომ მოიპოვებს, სამ წელიწადში ერთხელ ამ ფორმით (13 კრედიტის დაგროვებით) არ უნდა სჭირდებოდეს მისი შენარჩუნება.  ამის გამო პედაგოგები სტრესულ მდგომარეობაში არიან, დოკუმენტებს აგროვებენ და შესაბამისად სასწავლო პროცესს აკლდებიან. რა თქმა უნდა, მასწავლებელი განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ამ პროცესს ნაკლები ბარიერები უნდა ჰქონდეს. მინიმუმ უნდა გამარტივდეს ის სქემა ან კრედიტების რაოდენობა შემცირდეს და ა.შ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩორჯოს საჯარო სკოლა, დირექტორი კანელი კენჭაძე:

ის რაც შენარჩუნებისთვის იყო დაწესებული (13 კრედიტს ვგულისხმობ), უფროსი მასწავლებლის სტატუსის მსურველს და ამ სტატუსის შენარჩუნების მსურველს არათანაბარ პირობებში აყენებდა, რადგან უფროსს მასწავლებელს გამოცდაზე გასვლა აღარ შეეძლო. შესაბამისად, მას სხვანაირად უწევდა ამ კრედიტების მოგროვება - ტრენინგებით და ა.შ. ამ ეტაპზე გაცილებით იოლია სტატუსის მოპოვება, ვიდრე - შენარჩუნება. შესაბამისად, შენარჩუნებაც უნდა გამარტივდეს. საერთოდაც, რა საჭიროა ამისთვის გამოცდები - თუ ერთხელ მოიპოვა სტატუსი, შენარჩუნება აღარ უნდა უწევდეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლა, დირექტორი მალხაზ წირღვავა:

ჩავაბარე გამოცდა და მივიღე სტატუსი, ვის აქვს უფლება, რომ ის წამართვას?! სტატუსის შენარჩუნებისთვის არ უნდა უწევდეს მასწავლებელს ბრძოლა და შესაბამისად, სასწავლო პროცესთან მოწყვეტა. ისედაც ბუნებრივია, რომ ყველა მასწავლებელი განვითარებისა და წინსვლისთვის მუშაობს.

ბათუმის N30 საჯარო სკოლა  დირექტორი ცისანა ბარამიძე:

სტატუსის შენარჩუნებისთვის მასწავლებელი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს. სტატუსი დაკავშირებულია პროფესიულ ზრდასთან და მასწავლებელი პროფესიული განვითარებისთვის მზაობას უნდა აცხადებდეს.  13 კრედიტის დაგროვება არ არის მარტივი და მისი რაოდენობის გაზრდის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, მომწონს ის ფორმატი, რაც ახლა არის და თუ შედარებით გამარტივდება, ბუნებრივია, წინააღმდეგი არ ვიქნები.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯულიეტა ზაქაიძე:

მასწავლებელმა სტატუსის მოპოვებისთვის უნდა იზრუნოს, მაგრამ სასურველია, რომ ბევრი დრო არ დახარჯოს და სულ მასზე არ იყოს გადართული. შესაბამისად, მომხრე ვარ მექანიზმი შედარებით გამარტივდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის საჯარო სკოლა, დირექტორი  ემზარ ჩიჩუა:

თუ მასწავლებელმა სულ სტატუსის შენარჩუნებაზე იზრუნა, მოსწავლისთვის დრო აღარ დარჩება. მასწავლებელი სტატუსს რომ მიიღებს, რომელიც მის განვითარებას ასახავს, მან ამ განვითარების მოსწავლეებზე გადატანაც უნდა მოახერხოს. შესაბამისად, მასწავლებელს  სტატუსის შენარჩუნებისთვის ზრუნვა აღარ უნდა სჭირდებოდეს, რადგან ამ დროს საგაკვეთილო პროცესი მეორე ადგილზე გადადის.

თბილისის N149 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ჯუღელი:

მასწავლებელი  სტატუსს რომ მოიპოვებს, მის შესანარჩუნებლად ზრუნვა აღარ უნდა უწევდეს. წინსვლისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპებს უნდა გადიოდეს, მაგრამ არა -შენარჩუნებისთვის.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფურჩხეთის საჯარო სკოლა, მიხეილ უშვერიძე:

13-კრედიტიანი სქემა გადასახედია. საერთოდ, ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში, ყველა საფეხურთან მიმართებაში დაბალანსებულად უნდა განისაზღვროს.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ხოტბა შესახებ წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება