სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის ჩატარდება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური
01-02-2017
-
+


სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 12 თებერვალს  სპეციალურად შერჩეულ სკოლებში ჩატარდება. 

საგამოცდო ცენტრები

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ დატანილი იქნება საგამოცდო ბარათზე. მოსწავლეები მოსაწვევ ბარათებს თავიანთ სკოლებში მიიღებენ. 

გამოცდისათვის რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. 

ტესტირება 3 საათს გაგრძელდება. 

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური კომპიუტერულად ჩატარდა და მან მთელი საქართველოს მასშტაბით 2165 გამარჯვებული გამოავლინა.

მეორე ტურში მონაწილეები ტესტის რვეულებსა და პასუხების ფურცლებზე იმუშავებენ, არაქართულენოვანი მოსწავლეები კი შესაბამის ენაზე თარგმნილ ვერსიას მიიღებენ.

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ტესტი 55 ქულიანია და 22 დავალებისაგან შედგება. 

შეფასდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე.წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი. 

ასევე შემოწმდება, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები სამოქალაქო უფლებების კონცეფციებს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება