სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას ნიშნავს ფიგურები, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვხატავთ - ფსიქოლოგები ჩვენს გაუაზრებელ ქცევას ხსნიან
19-12-2018
-
+


ალბათ, შეგინიშნავთ ე.წ. ჩვევა, რომელიც ხშირად გვახასიათებს ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებს. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ კონკრეტულ „მექანიკურ ნახატებს“, რომლებსაც თათბირის, მოსაწყენი ლექციის ან ტელეფონზე საუბრის დროს გაუაზრებლად ვასრულებთ, თავისებური ახსნა აქვს.

ფსიქოლოგების აზრით, ასე გაუაზრებლად შესრულებული ფიგურები, წრეები ან უბრალოდ საკუთარი ავტოგრაფები შესაძლებელია ძალიან ბევრს ამბობდნენ თვითონ ამ ადამიანზე, მის ხასიათსა და დამოკიდებულებებზე სხვადასხვა საკითხის მიმართ.

სპეციალისტები რამდენიმე კონკრეტული ფიგურისა და მოხაზულობის ახსნას გვთავაზობენ: 

წრეები

ჩაკეტილი წრე მიუთითებს, რომ თქვენ წმინდა პრინციპების ადამიანი ხართ, ხოლო გადაკვეთილი წრე მიუთითებს იმაზე, რომ მზად ხართ გამოწვევის მისაღებად.

კვადრატები, რომბები და სხვა გეომეტრიული ფიგურები

თქვენ გამოკვეთილი მიზნები და შეხედულებები გაქვთ, საკუთარ აზრს არასდროს მალავთ, მუდამ მიზანმიმართული და შემტევი პოზიცია გიკავიათ. როგორც წესი, დაკვირვებული და ფრთხილი ხართ, დროა ვითარებას უფრო მარტივად შეხედოთ.

ვარსკვლავები

გინდათ ყურადღების ცენტრში იყოთ, თქვენთვის მიშვნელოვანია, რომ მუდმივად გამჩნევდნენ, მაგრამ თუ თქვენს ვარსკვლავს ბევრი ქიმი აქვს - ეს დეპრესიულობის მანიშნებელია.

ყვავილები, მზე, ღრუბლები

ყვავილები და მზე  - ეს ნიშნავს იმას, რომ კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს სატელეფონო საუბარი, ან შეხვედრა. სავარაუდოდ, როდესაც ესაუბრებით ვინმეს, პარალელურად ოცნებობთ, ფანტაზიორობთ რამე სასიამოვნოზე.  მსგავსი ფოტოები  ღრუბლებით თქვენს ოპტიმისტურ განწყობას ამხელს და დადებით სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს.

და ბოლოს, პირადი ხელმოწერა

ასეთი ნახატები თვისებრივია ამბიციური და ეგოცენტრული ნატურისთვის. საკუთარი ხელმოწერა, რომელიც მექანიკურად არის გამოყვანილი ფურცელზე საუბრის დროს, ან რაიმე პრობლემის გააზრებისას, იძლევა სიგნალს, რომ თქვენ საკუთარი პიროვნებით მეტისმეტად ხართ შეპყრობილი.

ამდენად, არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ ჩვენს უმნიშვნელო ქცევას თავისებური ახსნა აქვს. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ადამიანებს, და ფსიქოლოგების დახმარებით გაიგოთ, როგორი ადამიანია ის ან უბრალოდ, ისწავლოთ რას ნიშნავს თითოეული თქვენი მანერა და უმნიშვნელო ქვებიც კი წარმართოთ ისე, რომ თქვენთვის სასურველი წარმოდგენა შეუქმნათ ადამიანებს თქვენზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება