| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა იპოვეს, რომლის სიმაღლე 11 წლის ასაკში 208 სანტიმეტრს შეადგენს.
რეკორდსმენს ჩჟან ძიანი ჰქვია და ქალაქ ძინანში ცხოვრობს. ამის შესახებ VNExpress წერს.
ჩჟანი აღიარებს, რომ ოცნებობს პროფესიონალი კალათბურთელი გახდეს. სპორტით იგი დედის გამოა გატაცებული, რომელიც ადრე ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა, დღეს კი ადგილობრივი გუნდის მწვრთნელია.

გოგონა ბევრ დროს უთმობს სპორტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი კარგად სწავლობს და მუსიკითა და ცეკვებით არის გატაცებული.
ჩჟანის მშობლები ასევე მაღლები არიან - მათი სიმაღლე 180 სანტიმეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია რომ, სტატისტიკის თანახმად, ტიპიური მეექვსეკლასელის სიმაღლე ჩინეთში 137 სანტიმეტრს შეადგენს.
დღეისთვის გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე მაღალ გოგონად 12 წლის ბრიტანელი სოფი ჰოლინსი ითვლება. გოგონას სიმაღლე 188 სანტიმეტრს შეადგენს.

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა