სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
30-01-2017
-
+


დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგი მიმდინარეობს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, აგრძელებს ტრენინგებს დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე. 

ტრენინგები თბილისში, თელავში, ბაზალეთში, ბათუმსა და წყალტუბოში იმართება.

ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

ამჟამად, 434 დირექტორი და პროექტის ფარგლებში, სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი ლიდერობის მეორე აკადემიის პირველ და მეორე ტრენინგმოდულებს გადიან.

ტრენინგის თემებია: „გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება“ და „სწავლების მენტორობა“.

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისაგან შედგება და წარმოადგენს გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. 

პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება სკოლის დირექტორებს გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა ისეთიმიმართულებებით, როგორიცაა დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; მოსწავლეზე ორიენტირებულისასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო თემების განვითარება; სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განხორციელება.

მიმდინარე ტრენინგზე დირექტორები ლიდერობის თანამედროვე მახასიათებლებს გაეცნობიან, რათა შეძლონ მათი მორგება სკოლის დირექტორის მართვის სტილთან, თანამშრომლობისა და ურთიერთობის პრინციპებთან.

აკადემიის მონაწილეები მოდულის გავლის პერიოდში გააკეთებენ საკუთარი მართვის სტილის რეფლექსიას და განსაზღვრავენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე შესაძლებლობებს და რისკებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებლის მენტორობის სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს.

ლიდერობის პირველი აკადემია 1702-მა საჯარო სკოლის დირექტორმა 2016 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე გაიარა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, ლიდერობის პირველი აკადემიის მონაწილე დირექტორთა 81%-მა მიიჩნია, რომ ტრენინგის სასწავლო მიზნები შეესაბამებოდა მათ პროფესიულ საჭიროებებს. ასევე, დირექტორთა 76% აღნიშნა, რომ ტრენინგმა გაზარდა მათი პროფესიული დონე და მიღებული ცოდნა დაეხმარება გახდეს უკეთესი დირექტორი.

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის გაიმართება კვარტალური შეხვედრები და ყოველწლიურიკონფერენციები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პროფესიულიგამოცდილება, საკუთარ კონტექსტზე დაყრდნობით შეარჩიონ საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.

ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„20 მარტიდან ჩვენი გვერდი აკონტროლეთ“ - NAEC ეროვნულებზე რეგისტრაციის შესახებ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება