სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ მოქმედებს ზღაპარი მოზარდის გონებრივ განვითარებაზე და რა ასაკიდან უნდა წავუკითხოთ ის ბავშვს
27-11-2018
-
+


„თუ გსურთ, თქვენი შვილები გონიერები გამოვიდნენ, წაუკითხეთ ბევრი ზღაპარი“-
საინტერესოა რას ფიქრობენ სპეციალისტები ალბერტ აინშტაინის ამ სიტყვებზე და რამდენად დიდი გავლენა აქვს ზღაპარს ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

სპეციალისტების აზრით, ზღაპარს უდიდესი დატვირთვა აქვს მოზარდის განვითარებაში. მისი მეშვეობით ხდება ბავშვის ქვეცნობიერში სამყაროს მოდელის ფორმირება. ჩვენს დროში არავისთვის წარმოადგენს პრობლემას, ბავშვს ზღაპრის ჩანაწერი ჩაურთოს, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ  ზღაპრის მოყოლა/წაკითხვა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ურთიერთობის ეს საშუალება ამყარებს ემოციურ კავშირს ბავშვსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ზღაპარს უკითხავს.

0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის წიგნის ხმამაღლა კითხვა, არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ ასაკში ასევე სასარგებლოა ლექსების წაკითხვა და სიმღერების მოსმენა. რადგან თოთო ბავშვიც კი აღიქვამს რიტმს და არჩევს მშობლების ინტონაციას. დაახლოებით 4 წლიდან ზღაპრების მოყოლა აუცილებლობასაც კი წარმოადგენს, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება, ბავშვმა სიტყვის მარაგი მაქსიმალურად გაიმდიდროს. არ შეშინდეთ ბავშვისთვის უცხო სიტყვებით სავსე წიგნების წაკითხვით, რადგანაც ეს უცხო სიტყვათა მარაგის ზრდას უწყობს ხელს.

სპეციალისტების აზრით, არსებობს „ცუდი“ და  „კარგი“ ზღაპრები, რომლის ამოცნობაც სხვადასხვა ნიშნით შეგვიძლია.  „კარგი“ ზღაპარი ბავშვისთვის პოზიტიური გზავნილებით ხასიათდება. მნიშვნელოვანია ზღაპრებში სიკეთე და კეთილი პერსონაჟები იმარჯვებდნენ. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ გმირების მიბაძვა ბავშვებისთვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.

„ცუდი“ ზღაპრების შემთხვევაში, რომელიც ბავშვში ხშირად შიშსაც კი იწვევს, მნიშვნელოვანია მშობელი დააკვირდეს ბავშვის რეაქციას პერსონაჟებისა და სიუჟეტების მიმართ და შესაბამისად შეცვალოს კიდეც ზღაპრის სიუჟეტი.

თუმცა, ზოგიერთი ზღაპრების მკვლევარის აზრით, თუ ჩვენ ბავშვებს წავუკითხავთ მხოლოდ უწყინარ ამბებს პატარა ბავშვებზე და საყვარელ უცოდველ ცხოველებზე, სადაც ამაღელვებელი და საოცარი არაფერი ხდება, ჩვენ ვერ ვასწავლით მათ, როგორ შეიძლება გადალახონ ცხოვრებისეული სირთულეები. 

ისინი ამტკიცებენ, რომ ზღაპრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განსავითარებლად, რადგანაც სწორედ ზღაპრები აძლევენ საშუალებას მკითხველებს გადალახონ დროისა და მანძილის შეზღუდვები და აძლევენ რწმენას იმისა, რომ შეუპოვრობისა და მოთმინების გზით შესაძლებელია უსუსურმა არსებამაც მოიპოვოს გამარჯვება და რომ შეუძლებელი თითქმის არაფერია. ზღაპრები ასწავლის ბავშვს დაბრკოლებების გადალახვას და პრობლემების მოგვარებას. ასევე უვითარებს მათ ემოციურ მდგრადობასა და მოქნილობას. 

ფსიქოლოგები გვირჩევენ შევარჩიოთ ბავშვისთვის დადებითი სიუჟეტის მატარებელი,ასაკისთვის შესაფერისი, კეთილი, შინაარსიანი ზღაპრები. სასურველია ზღაპარს ჰქონდეს ლიტერატურული ღირებულებაც, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მისცეთ მას საშუალება მოიფიქროს ზღაპრის გაგრძელების მისეული ვარიანტი.  ზღაპრის დასასრულს კი განიხილეთ ბავშვთან ერთად გმირების ქცევა და ქცევის შედეგები. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ზღაპრების კითხვის პროცესს და ყოველთვის აუხსენით ბავშვს თუ რა არის და რა არ არის ზღაპარში მოყოლილ ამბებში მისაღები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება