სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ შეიძლება იკვებოთ სწორად, როდესაც დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებთ - რჩევები მასწავლებლებს
26-11-2018
-
+


„მჯდომარე პროფესიები“ რომელთა შორისაა მასწავლებლის პროფესია, მრავალი დაავადების მიზეზი გახლავთ. პედაგოგები ყოველდღიურად ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ, რომლის აღდგენასაც არასწორი კვების რეჟიმის გამო ვერ ახერხებენ.

მასწავლებლის პროფესია ხშირად საათობით ჯდომას ითხოვს, რის შედეგადაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და მიმდინარეობს კალორიების არასწორი წვა. კვების არასწორი რაციონი ერთი მხრივ, შრომისუნარიანობაზე და მეორე მხრივ, ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. როდესაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ძირითადად ცომეულის ან სწრაფი კვების პროდუქტების მირთმევა გიწევთ, დიდი ალბათობით, წინ სერიოზული პრობლემები გელოდებათ, რომლის თავიდან არიდების გზების ძიებაც დღესვე უნდა დაიწყოთ.

სკამზე გამუდმებული ჯდომა - კუნთების უმცირეს დატვირთვას, ხერხემლის სტატიკურ დაძაბულობას და სისხლის მოძრაობის დარღვევას იწვევს. ასეთი სამუშაოს არსებობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად გადაადგილდეთ ფეხით, თუმცა, ამას სამსახურის შემდეგ ძალიან ცოტა აკეთებს, რის შედეგადაც ჩნდება ცელულიტი, ზედმეტი წონა და ჯანმრთელობის პრობლემები.

სპეციალისტების აზრით, კვების სწორი რაციონის შედგენა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც დღის დიდ ნაწილს სამსახურში ან უბრალოდ გარეთ ატარებთ, რისთვისაც პირველ რიგში, რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

  • მათთვის, ვინც დღის განმავლობაში ძირითად სამუშაოს მჯდომარე მდგომარეობაში ასრულებს, აუცილებელია ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა - წიწიბურა, შვრია, ხილი და ბოსტნეული. შესაბამისად, სამხარი უნდა შედგებოდეს არა ფუნთუშებისგან, არამედ ბოსტნეულის, ხილისა და ბურღულეულისგან. წაიღეთ სამსახურში ვაშლი, კიტრი, ქლიავი, პომიდორი;
  • ხილის მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხილის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. ასე რომ, შეგიძლიათ ხილის სხვადასხვა სახეობა თამამად წაიღოთ სამსახურში და შესვენებაზე საკუთარ თავს მსუბუქად გაუმასპინძლდეთ;
  • მიიღეთ ბევრი წყალი. წყალი და არა ყავა ან ჩაი! შესაძლებელია წყალი შეცვალოთ ხილის წვენით, ოღონდ შაქრის გარეშე და სასურველია თუ მასშიც ჩვეულებრივ ან მინერალურ წყალს გაურევთ;
  • კვების რაციონის გათვალისწინებისას, უკეთესია თუ დილას მიიღებთ ცილებს, ეს შეიძლება იყოს: ყველი, ლორი, საქონლის ხორცი (საშუალო ცხიმიანობით), მოხარშული კვერცხი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ რძის პროდუქტების მიღების შემცირება, ასაკის მატებასთან ერთად უნდა მოხდეს;
  • ეცადეთ ვახშამი მსუბუქი იყოს, ცილოვანი ან ხილ-ბოსტნეულით მდიდარი, ცხიმის ან მაღალნაშირწყლებიანი კერძების გარეშე. დალიეთ ბალახეული ჩაი, კეფირი ან მიირთვით ხილი;
  • და ბოლოს, სპეციალისტების აზრით, თუ სამსახურში წასვლამდე, წინასწარ იფიქრებთ თქვენს საუზმესა და სადილზე, თან წაიღებთ სალათს ან რაიმე მსუბუქ სასუსნავს, შეძლებთ, სამუშაო პირობებშიც გქონდეთ სწორი და ჯანმრთელი კვება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება