სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მაღალრეიტინგულია და კონკურენტი არ ჰყავს“ - ქედაში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
19-11-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“  სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. შიდა სასკოლო შესარჩევი I ეტაპი 15 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. II ეტაპი კი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge
ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი:

ტესტირების პროცესმა ორგანიზებულად ჩაიარა. დასწრებაც კარგი იყო.  სკოლები  მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. ამისთვის მოსწავლეები ძველ ჩანაწერებსაც უყურებენ, რომ  ფორმატი შეისწავლონ. ასევე, სხვადასხვა სახელმძღვანელოს იყენებენ. „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ბავშვები დაინტერესებულნი არიან მეტი ცოდნა მიიღონ. ასე, რომ შემოქმედებითობამ მოიმატა.

დაბა ქედის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ თავდგირიძე:

ტესტირებამ პოზიტიურად ჩაირა. მოსწავლეები დიდი ინტერესით დაესწრნენ. სულ 60-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი მათ მოტივაციას უზრდის მხატვრული ლიტერატურა წაიკითხონ და დამატებითი ცოდნა მიიღონ.

ქედის საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი ვარდო ნაგერვაძე:

ტესტირებას მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით  60  მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოლოდინი და მოტივაციაც აქვთ.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“  ბავშვებს ძალიან უყვართ. მისი დახმარებით,  საკუთარ ცოდნას აანალიზებენ.

დოლოგნის საჯარო სკოლა, დირექტორი იზოლდა ჯაფარიძე:

მეორე ტურისთვის ვემზადებით.  მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის გამოცდილებაა, რომლითაც ისინი მეტ ცოდნას და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს იღებენ.

დოლოგნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა საფარიძე:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მას 9 მოსწავლე დაესწრო.  მეორე ტურისთვის მოუთმენლად ვემზადებით. „ეტალონი“  ბავშვებისთვის ერთგვარი სტიმულია, რომლითაც ისინი საკუთარ ცოდნას ამოწმებენ.  

პირველი მაისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მზია ქადიძე:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. საკმაოდ  მაღალი ქულებიც დაიწერა. უმეტეს მოსწავლეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით.  მოსწავლეებისთვის  „ეტალონი“ მოტივაციის კარგი საშუალებაა. მათი ცოდნა რომ საჯარო ხდება, ეს სტიმულს აძლევთ.

ვაიოს საჯარო სკოლა, დირექტორი ბადრი შავიშვილი:

ტესტირების პროცესმა ნორმალურ  გარემოში ჩაიარა. საკმაოდ  მაღალი ქულებიც დაიწერა. ობიექტური ტესტირება იყო. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ეს პროექტი მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების ძლიერ მოტივაციას აძლევს. ასევე, „ეტალონით“ ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ. პროექტი მაღალრეიტინგულია და კონკურენტი არ ჰყავს.

ვაიოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მურად ჩიკვაიძე:

ტესტირებას მოსწავლეები ინტერესით დაესწრნენ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით. „ეტალონი“  ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელიც ბავშვებს მომავალში გამოადგებათ. ამ პროექტით ისინი  საკუთარ ცოდნას ამოწმებენ.

ახოს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ომარ ბოლქვაძე:

ტესტირებამ კარგ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონით“  მოწაფეები უფრო ვითარდებიან და მეტ ცოდნას იღებენ.

ახოს N1 საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ბოლქვაძე:

ტესტირებამ ძალიან მშვიდ, შესაფერის გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს.  10  მოსწავლიდან  3 ბავშვმა საკმაოდ  მაღალი ქულა მიიღო.  მეორე ტურისთვის ვემზადებით.  პროექტი მოსწავლეებს დამოუკიდებლობას მატებს, სწავლის მოტივაციას უმაღლებს და დამატებით უნარ-ჩვევებს აძლევს.  

ცხმორისის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯემალ ანანიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პროცესი გადავიღეთ კიდეც. ბავშვები მას დიდი ინტერესითა და გულისყურით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგია, მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების სტიმულსა და მოტივაციას აძლევს, პროპაგანდას ხარისხიან სწავლას უწევს.

ძენწმანის საჯარო სკოლა, დირექტორი ცირა აბულაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესში ინტერესით ჩაერთნენ. საკმაოდ ბევრმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. რაც მთავარია დამოუკიდებლად მუშაობდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი მოსწავლეების შემოქმედებით უნარებსა და სწავლის პროცესის  გაუმჯობესებაზე აისახება. მოწაფეებისთვის წარმატება მნიშვნელოვანია, რასაც „ეტალონით“ აღწევენ.  

ძენწმანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ინეზა ფარტენაძე:

ტესტირებამ  მშვიდ ნორმალურ გარემოში ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს  გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ.  „ეტალონით“ მოსწავლეები საკუთარი ცოდნის ხარისხს გამოცდიან, მეტ ინფორმაციას და გამოცდილებას იღებენ.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი
იხილეთ მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგი
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი 28 სექტემბერს ჩატარდება
21 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები იწყება
სიახლეები
3844 ნაშრომი გაასაჩივრეს წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა - 1700- ნაშრომს ქულა მოემატა, ხოლო 123-ს დააკლდა


თავდამსხმელმა ცეცხლი დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, შემდეგ კი - სკოლის მოსწავლეებს

„გვაშინებენ - სტატუსებს დაკარგავთო, სტატუსზე კი ხელფასის ოდენობა ჩამოჰკიდეს... ჰოდა, ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს?!ჩაჭრილი... ჰო, აბა რა !“

პიროვნება

„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია განწყობის შექმნა, გააზრებულად დაგეგმილი აქტივობები“

„არც ერთი სასწავლო წლის გათენებისას არ გამნელებია ის უჩვეულო მღელვარება, როგორსაც განვიცდიდი მოსწავლეობის დროს“
სკოლები
სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დასუფთავების მსოფლიო დღე
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით გაიმართა
სკოლაში მათ მადლობას უხდიან და შესრულებული საქმით ამაყობენ
საინტერესო
რატომ არიან პედაგოგები „სუპერგმირები“ - მასწავლებლები სწავლას აყვარებენ, შთააგონებენ, ზრუნავენ
დღეს, გინესის რეკორდსმენ მასწავლებლებს გაგაცნობთ
უცხოელი ექსპერტები პედაგოგებს ურჩევენ ყურადღება ძირითადად რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ
მათთან ურთიერთობა ფრთხილად დაიწყეთ, ეცადეთ, არ დააფრთხოთ და აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ
როგორ შევარჩიოთ მასწავლებლისთვის განკუთვნილი თაიგული სწორად

სიახლეები
საზოგადოება