სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ უბრალოდ მონაწილეც უკვე გამარჯვებულია“ - ხულოში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
16-11-2018
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი უკვე მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ბადრი მელაძე:

ტესტირების პირველმა ეტაპმა  საკმაოდ წარმატებულად და ობიექტურად ჩაიარა, მე ჩემ მშობლიურ სკოლაში დავესწარი. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.  რაც შეეხება „ეტალონს“, ის ეროვნული, ქართული საქმეა და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ და გვერდში ვუდგავართ.

ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე:

ტესტირება კარგად და ორგანიზებულად ჩატარდა. მას მოსწავლეები აღტაცებით და მოლოდინით შეხვდნენ. აღნიშნულში სკოლების უმეტესობა ჩაერთო. „ეტალონი“ ჩვენ მუნიციპალიტეტში მესამე წელია იმართება და მას მოსწავლეები დიდი მონდომებით ელიან ხოლმე. ის ეროვნული პროექტია, რომელიც სკოლებს განათლების დონის წამოწევაში ეხმარება.

ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, დირექტორი ამირან აბულაძე:

ტესტირებამ ძალიან მშვიდობიანად და ობიექტურად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესში ინტერესით ჩაერთნენ. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი სიყოჩაღეს, სერიოზული გამოცდილების მიღებას, სწავლისადმი ინტერესის გაღვივებასა და მეგობრობის უწყობს ხელს.

ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი როლანდ აბულაძე:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ჩვენგან ტესტირებაში მონაწილეობა 12-მა მოსწავლემ მიიღო.  მათ კარგი შედეგები აქვთ. ბავშვებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ და პროცესით კმაყოფილები დარჩნენ. მეორე ტურზე მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან კარგია, რადგან მოწაფეებს გამოცდილებას მატებს.

ქვემო თხილვანის საჯარო სკოლა, დირექტორი რამაზ ქამაშიძე:

ტესტირების პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. აღნიშნულში მოსწავლეები შემართებით ჩაერთნენ.  მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ბავშვებს მოტივაციას მატებს. ამ პროექტით  მოწაფეები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ.

ქვემო თხილვანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თეიმურაზ ქამადაძე:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის მოწაფეები პედაგოგებთან ემზადებიან. პროექტი მოწაფეებს ძალიან მოსწონთ.

წაბლანის საჯარო სკოლა, დირექტორი გულნარა შაინიძე:

ტესტირებამ კარგ პირობებში ჩაიარა. მეორე ტურში მოსწავლეების საგულშემატკივროდ აუცილებლად წავალთ. „ეტალონი“ ხელს განათლებას უწყობს და მივესალმებით.

წაბლანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ჯანგულ შაინიძე:

ტესტირებამ კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დიდი დაინტერესება და მოტივაცია გამოხატეს. მათ მეორე ეტაპზე აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან სერიოზულია, მის მიმართ ყველას მხრიდან დიდი დაინტერესება და დადებითი განწყობაა.

ბეღლეთის საჯარო სკოლა, დირექტორი რამაზ ლომიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას ინტერესითა და გულისყურით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. პროექტმა მოსწავლეებში  ძალიან დიდი მოტივაცია აღძრა. მათ დაინახეს თუ რა მხრივ სჭირდებათ მუშაობა.  

ბეღლეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზ კახაძე:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის პედაგოგთან ემზადებიან და ჩვენ აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ბრწყინვალეა, მოსწავლეებს არნახული მოტივაცია გაუჩნდათ.

ყიშლის საჯარო სკოლა, დირექტორი ავთანდილ მახარაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს ეს პროექტი სიხარულს ანიჭებს. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით და ვაპირებთ აქტიურად ვუგულშემატკივროთ.

ყიშლის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მურმან შაინიძე:

ტესტირება ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს და საკმაოდ ძალიან კარგი ქულებიც მიიღეს. ბარიერი 7-მა მოწაფემ გადალახა. მათ საგულშემატკივროდ  ვემზადებით. თავად პროექტი მოსწავლეებს დამოუკიდებლობას, მოტივაციას და წარმატებისკენ სვლას ასწავლის.

სკვანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დარინა აბაშიძე:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები მონდომებულნი იყვნენ. მათ სურთ „ეტალონი“ უფრო ხშირად ჩატარდეს. მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი მართლა კარგია - მოსწავლეები უფრო წარმატებული და სწავლის მიმართ მოტივირებულნი ხდებიან.

კორტოხის საჯარო სკოლა, დირექტორი არჩილ პაქსაძე:

ტესტირებამ, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები პროცესით ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონში“ უბრალოდ მონაწილეც უკვე გამარჯვებულია. პროექტი მოწაფეებს ცოდნას აძლევს და მათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

დიოკნისის საჯარო სკოლა, დირექტორი რევაზ ძირკვაძე:

ტესტირებამ ძალიან ნორმალურად ჩაიარა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. თავად მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. საკმაოდ  მაღალი ქულებიც დაიწერა. რაც შეეხება მეორე ტურს, ვაპირებთ სკოლამ მონაწილეებს სხვადასხვა სახით ვუგულშემატკივროთ და ამით ისინი წავახალისოთ. „ეტალონი“ ყველაზე გამართლებული პროექტია და ბატონ გოჩას  ამისთვის დიდი მადლობა.

დიოკნისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნათია პაქსაძე:

ტესტირება ძალიან კარგად ჩატარდა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მას 15 მოსწავლე დაესწრო. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ეტაპისთვის მზად ვართ და საგულშემატკივროდ  ვემზადებით. პროექტი ძალიან მომეწონა, რადგან ყველა საგანს ეხება, კარგი კითხვებია და მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს.

თაგოს საჯარო სკოლა, დირექტორი ილია ბოლქვაძე:

მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით. მოსწავლეებმა გვასახელეს -  მათ კარგი შეფასებები აქვთ. „ეტალონი“ ძალიან კარგი წამოწყებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის. წარმატებას ვუსურვებთ მას.

დაბა ხულოს საჯარო სკოლა, დირექტორი ირინა ხოზრევანიძე:

ტესტირებამ ობიექტურად, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.  პროექტი ძალიან კარგია, რადგან ბავშვები დამატებით უნარ-ჩვევებს ეუფლებიან, რაც როგორც საატესტატო გამოცდებში, ასევე ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან და  საკუთარ თავს სწორად აფასებენ. ამ პროექტს ანალოგი არ აქვს.

ირემაძეების საჯარო სკოლა, დირექტორი ბადრი ირემაძე:

პირველი ეტაპი ძალიან კარგად ჩატარდა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. უკვე მეორე წელია რაიონში „ეტალონის“ მფლობელი ჩვენი მოსწავლე ხდება.  ეს მოწაფეებს კიდევ მეტ მოტივაციას უქმნის. „ეტალონი“ დიდი გამოწვევაა მათთვის და ეს პროექტი, ზოგადად,  ქართულ სივრცეში დიდებული რამაა, რადგან მოწაფეებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალება ეძლევათ.

ირემაძეების საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი შორენა გობაძე:

ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეები ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. მათ ერთი სული ჰქონდათ „ეტალონი“ როდის ჩატარდებოდა.  მეორე ეტაპზე გადასვლა უმრავლესობას სურდა. ეს პროექტი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ ჩვენი სკოლა მასში პირველად არ მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება