მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატის ცვლილებების სასიკეთო შედეგებს ეჭვქვეშ აყენებენ განათლების ექსპერტები სიმონ ჯანაშია და შალვა ტაბატაძე.
როგორც სიმონ ჯანაშია Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საგამოცდო ტესტების სირთულის თვალსაზრისით, არ იქნება რადიკალური ცვლილება და სავარაუდოდ, იგივე რაოდენობა ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც აქამდე აბარებდა. მისივე თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კოსმეტიკური სიახლეები შესთავაზა აბიტურიენტებს და რეალურად, სისტემაში ცვლილება არ განხორციელებულა.
„შეიძლება, ამ სიახლემ ცვლილება გამოიწვიოს სწავლების პრიორიტეტებში, მაგრამ ამასაც გარკვეული დრო სჭირდება. პრინციპში, ახალი არც შემოდის არაფერი - ძველი უქმდება. ეს „სიახლე“ რაიმე სასიკეთო შედეგის მომტან ცვლილებას არ გვაძლევს. ერთადერთი შეიძლება, ჩაითვალოს გზავნილად, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ღია კითხვებს, თავისუფალ აზროვნებას მსჯელობაში და ა.შ. თუმცა, ეს ცვლილებები არ არის იმის ინდიკატორი, რომ რაიმე ტიპის რეფორმა იწყება. ეს არის არსებული სისტემის კორექტირება“, - აცხადებს ჯანაშია და აღნიშნავს, რომ ცვლილებები არც ხელმძღვანელობის შეცვლას უნდა მივაწეროთ.
„არ მგონია ცვლილებები „ნაეკის" ხელმძღვანელის შეცვლით იყოს გამოწვეული, ეს უფრო საგნობრივი სპეციალისტების შემუშავებული მგონია და შესაძლოა, დიდი ხანია მზადდება კიდეც“, - გვითხრა განათლების მკვლევარმა.
Etaloni.ge-სთან საუბრისას „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თავჯდომარე შალვა ტაბატაძე გვეუბნება, რომ რადიკალურად არაფერი შეცვლილა, ხოლო საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილება - იყო თუ არა საჭირო ეს, ვინაიდან, ცვლილებების დამადასტურებელი კვლევა არავის უნახავს.
„რადიკალურად არაფერი არ არის შეცვლილი. რეალურად, სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა უშუალოდ ტესტების შინაარსზე. არ ვიცი, შეიძლება, რაიმე კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ ცვლილებები იყო საჭირო, თუმცა, მსგავსი ტიპის კვლევა არავის თვალით არ უნახავს, ამიტომ რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება.
მთლიანობაში არაფერი შეცვლილა ისეთი, რაზეც შეიძლება კომენტარი გააკეთო. თვითონ ტექსტის შინაარსობრივი ცვლილება, გააზრების ამოღება, ერთი დავალებისთვის ქულების მომატება და მეორისთვის დაკლება - რამდენად არსებითია და რამ განაპირობა, ამაზე, ალბათ, თავად უნდა გააკეთონ კომენტარი, კონკრეტულად რა აჩვენა კვლევამ და რომელ კვლევაზე დაყრდნობით გაკეთდა ეს ცვლილებები“, - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებში ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის (როგორც არჩევითი საგნის) და გეოგრაფიის ტესტებში შევიდა.
იხილეთ: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება - naec.ge-ს განცხადება
რომელი დავალებები შემცირდება 2019 წლის ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტში - დეტალური მიმოხილვა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საპენსიო სქემიდან გასვლის წესი დამტკიცდა - დოკუმენტი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებსაც ეხება
„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე
„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს