სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“
14-11-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი.

მისივე თქმით, „დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული.

„ზოგადად, „დედა ენის“ საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული, არ არის ერთი ხედვა „დედა ენასთან“ დაკავშირებით.

ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოხდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ყველა იმ მხარის ჩართვა, რომელიც დაინტერესებულია, რომ „დედა ენა“ სასკოლო პროცესში რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ ყველა ამ ჯგუფთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ახლა ვფიქრობთ ფორმატზე, რომ რაღაც საბჭოც შეიძლება შევქმნათ, რომელშიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მხარე იყოს ჩართული. ვფიქრობ, როგორც კი ყველა ამ მხარეს შორის შეთანხმება შედგება, სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება