სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ უყვართ ბავშვებს“ - თერჯოლაში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
05-11-2018
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დასაუფლებლად საკუთარი ცოდნის გამომჟღავნებასა და დამტკიცებას ცდილობენ.

1-ელ  ნოემბერს I ეტაპის ტესტირება თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 13  დეკემბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე:

„ეტალონის“ სასკოლო ტური ჩვენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს ჩატარდა. მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო.  მონაწილეობა სულ  571-მა მოსწავლემ მიიღო. ბავშვებმა კარგად იმუშავეს და შესაბამისად, კარგ შედეგებსაც ველოდებით. მათი უმეტესობა დაინტერესებულია საკუთარი თავი მხოლოდ რაიონულ ტურზე კი არა, ფინალშიც იხილოს. ამიტომაც, გულმოდგინედ ემზადებიან და ამაში მათ პედაგოგებიც ეხმარებიან. მოსწავლის და პედაგოგის ერთობლივი მუშაობა კი ყოველთვის არის საუკეთესო შედეგის გარანტი. ეს პროექტი უყვართ ბავშვებს და მასში ყოველთვის დიდი სიხარულით ერთვებიან.

თერჯოლის  მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გურამ თურქაძე:

ტესტირების პროცესში თითქმის ყველა საჯარო სკოლა იყო ჩართული. ბავშვების რაოდენობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი გახლდათ. პროექტის მიმართ დიდი ინტერესია. მუნიციპალური ტური ძალიან ამაღელვებელი იქნება, რადგან დასკვნითი ეტაპისთვის კარგი შედეგების მქონე ბავშვები გამოვლინდნენ. შევეცადეთ, რომ ამ მხრივ სიახლე შეგვეტანა და ღონისძიება სოფლის ცენტრში, კერძოდ, ჩხარის საჯარო სკოლაში გაიმართება. პროექტს წარმატებას ვუსურვებთ.

თერჯოლის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ელისო მურადაშვილი:

ტესტირების პროცესმა კარგად და მშვიდ გარემოში ჩაიარა. სულ 76 -მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. ობიექტური ტესტირება იყო. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ამ პროექტით ბავშვები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ და ხედავენ, რომ მეტი მუშაობა სჭირდებათ.

თერჯოლის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან სარალიძე:

ტესტირებამ ნორმალურად და ინტერესით ჩაიარა. სულ 79  მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის  ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს რწმენას, იმედს და ბრძოლის ჟინს უსახავს და კონცენტრაციას ასწავლის.  

თერჯოლის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:

 „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან თავად ბავშვები არიან დაინტერესებულნი. როცა გაიგეს რომ  მონაწილეობა უნდა მიეღოთ, მეცადინეობა და მუშაობა დაიწყეს, პარალელურად, დახმარება პედაგოგებსაც სთხოვეს. ამით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარეხი მემანიშვილი:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. ყველა მოსწავლეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით.  მოსწავლეებს „ეტალონი“ ძალიან უყვართ. ამ პროექტით ისინი საკუთარ ცოდნას ამოწმებენ. დიდი ხანია ჩვენი სკოლა „ეტალონში“ მონაწილეობას იღებს.

ეწრის საჯარო სკოლა, დირექტორი დათო არაბიძე:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მას 18 მოსწავლე დაესწრო.  „ეტალონი“  მოწაფეს დამატებით ზოგად ცოდნას აძლევს და ამიტომ კარგია. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.

ძევრის საჯარო სკოლა, დირექტორი იმედა მეფარიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს დადებითი განწყობა ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურებიც იყვნენ. სულ 44 ბავშვი დაესწრო. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ ძალიან სახალისო, საინტერესოა და პოპულარული პროექტია. მოსწავლეები მას იმედიანად შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ მათთვის პირველ ეტაპზე მონაწილეობაც კი საამაყოა. თუმცა მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადებიან.

გოგნის საჯარო სკოლა, დირექტორი ვერა ქოჩიაშვილი:

ტესტირებამ კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები „ეტალონის“ მიმართ დიდ დაინტერესებას  გამოხატავენ. პროცესში მონაწილეობა სულ 15-მა მოსწავლემ მიიღო.   „ეტალონი“  ძალიან კარგი ინტელექტუალური პროექტია, რომელშიც დიდი ხანია ჩართულები ვართ.

გოგნის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მანუჩარ ფხალაძე:

ტესტირებას მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით 15 მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოლოდინი და მოტივაციაც აქვთ.  „ეტალონი“  შესანიშნავი შემეცნებითია პროექტია. მეორე ტურში მონაწილეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.

ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი მზია ზარნაძე:

მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით კარგი განწყობა ჰქონდათ. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით და მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. „ეტალონი“ ბევრ რამეს ნიშნავს ბავშვებისთვის, ეს პროექტი მათ სტიმულსა და მოტივაციას უმაღლებს. ჩვენ წინა წლის „ეტალონი“ გვყავს  და ეს ბავშვებისთვის  მაგალითია.

სიქთარვის საჯარო სკოლა, დირექტორი ია კვატაია:

ტესტირებამ ნორმალურად ჩაირა. მეორე ტურში მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი პრესტიჟულია. გვყავს ორი წლის წინანდელი „ეტალონელი“ და მისი არსებობა ბავშვებისთვის სტიმულია.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

9 იანვრიდან ამინდი აირევა: მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო 

ხელფასები იცვლება საათობრივი და დღიური დატვირთვის მიხედვით - განათლების სამინისტროს რომელი უწყების თანამშრომლებს ექნებათ განსხვავებული ანაზღაურება

რას ნიშნავს განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ბაღებში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციასაც ითვალისწინებს

10 ათასი კალმის შესაძენად NAEC 8000-მდე ლარს გადაიხდის - საგამოცდო კალმების ნიმუში ცნობილია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ

სადღესასწაულო გარემოში ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას მხიარული განწყობა, ღიმილი და ბავშვური სიხარული გაუზიარეს

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები, რომლებმაც მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს

საინტერესო

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება