სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს დამოუკიდებლობას აჩვევს“ - აბაშაში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
01-11-2018
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტში ამაღელვებელი პერიოდი დადგა, რადგან 31 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო.

„ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დასაუფლებლად მოწაფეებს საკუთარი ცოდნის დემონსტრირება   ევალებათ და ისინი ამისთვის თავბრუდამხვევ კონკურსში უკვე აქტიურად ჩაებნენ.

II ეტაპი აბაშის მუნიციპალიტეტში 6 დეკემბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მანანა ჯღარკვა:


როგორც ყოველთვის, ტესტირებამ კარგად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ორგანიზებულად ჩაიარა. ყველა კმაყოფილი ვართ. აღსანიშნავია, რომ სკოლების ჩართულობა გაზრდილია. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონის“ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. ეს პროექტი  ახალგაზრდების სწავლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.  

აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი მერაბ მიგინეიშვილი:

ტესტირების პროცესში მოსწავლეებმა მცირეკონტიგენტიან სკოლებშიც კი ძალიან იაქტიურეს. რაც მთავრია, უმეტესმა ნაწილმა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. ქულებითაც გაოცებული ვართ - ძალიან კარგი შედეგებია. როგორც ყოველთვის კონფიდენციალურობა და ობიექტურობა დაცული იყო. მეორე ეტაპისთვის ღონისძიება უკვე რაიონული მასშტაბით, კულტურის ცენტრში ჩატარდება, რა დროსაც მხატვრული კითხვაც მოეწყობა. იმდენი მონაწილე და მსურველია, ლამის ღია ცის ქვეშ გავმართოთ. პედაგოგები მოსწავლეებს მეორე ტურისთვის ამზადებენ. არცერთი ატივობა ისე არ ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, როგორც - „ეტალონი“. ბავშვები ამ პროექტში განსაკუთრებული სიყვარულით ერთვებიან, რადგან ის სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული და სწავლაში ეხმარება მათ.

აბაშის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ფხაკაძე:

„ეტალონში წლიდან წლამდე აქტიურად ვმონაწილეობთ და მას როგორც შემეცნებით, ინტელექტუალურ სარბიელს ვუყურებთ, რომელშიც ბავშვები თავიანთ მრავალმხრივ განვითარებას ავლენენ. მათ შორის, ლოგიკურ უნარებს. წელს ჩვენი სკოლიდან აღნიშნულ პროექტში 30 მოსწავლე ჩაერთო და მათმა ნაწილმა მაღალი ქულებიც მიიღეს. ტესტირების პროცესს მერიის წარმომადგენელი ქალბატონი მანანა ჯღარკავაც ესწრებოდა. მეორე ეტაპისთვის ბავშვებთან ჩვენი კოორდინატორი ნათია ფანჩვიძე აქტიურად მუშაობს. „ეტალონი“ მოსწავლეების მათი ცოდნის გამოვლინების პრაქტიკული მხარეა.  ძალიან საინტერესო პროექტია.

აბაშის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნათია ფანჩვიძე:

პირველი ეტაპი ძალიან საინტერესო იყო. ბავშვები ამ ტურს მოტივირებულნი შეხვდნენ. მეორე ტურში გადასვლის სურვილი აქვთ და ემზადებიან. მაღალი ქულებიც დაიწერა. ტესტები ძალიან საინტერესო იყო. „ეტალონს“ ძალიან დადებითად ვაფასებთ. მოხარულები ვართ, რომ ასეთი პროექტი არსებობს და მასში ყოველთვის ჩაბმულები ვიქნებით. ბავშვები ამით საკუთარ ცოდნას აფასებენ და ახლა ინფორმაციას იღებენ.

აბაშის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო დოლიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესში ინტერესით ჩაერთნენ. რაც მთავარია დამოუკიდებლად მუშაობდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი ძალიან კარგია - ზოგად განათლებას უწყობს ხელს და მას მეტ წარმატებას ვუსურვებთ.

აბაშის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მხეიძე:

ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში მონაწილეობა ბევრმა მოსწავლემ მიიღო. როგორც ცნობილია, მათ ცუდი შედეგები არ ჰქონიათ. ბავშვებს ეს პროექტი ძალიან მოსწონთ, დიდი დაინტერესება გამოხატეს და პროცესით კმაყოფილები დარჩნენ. მეორე ტურზე მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ამ პროექტმა დადებითი მუხტი შემოიტანა სკოლაში. „ეტალონი“  მოსწავლეების ცოდნისა და ინტელექტის განმტკიცება-გაღრმავებისთვის ძალიან კარგია.

ძველი აბაშის საჯარო სკოლა, დირექტორი რევაზ კორძახია:

ტესტირების პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. მათი შემართება ძლიერი და მტკიცე იყო. მეორე ტურისთვის ვემზადებით და მოსწავლეებს გამარჯვების სურვილიც აქვთ. ეს პროექტი მათ მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.

ძველი აბაშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ პერტენავა:

ტესტირებამ კარგად, ნორმალურ გარემოში ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს  გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ. მეორე ეტაპისთვის მოწაფეები პედაგოგებთან ემზადებიან. პროექტი მოსწავლეებისთვის საკუთარი ცოდნის შემოწმებასა და განმტკიცებას გულისხმობს.

ონტოფოს საჯარო სკოლა, დირექტორი ეკა ესიავა:

ტესტირებამ კარგ პირობებში ჩაიარა. მოსწავლეებს კითხვებზე პასუხების გაცემა არ გაძნელებიათ. მეორე ტურში მათ საგულშემატკივროდ აუცილებლად წავალთ. პროექტი შემეცნებითია, რომელიც მათზე დადებით გავლენას ახდენს.

ონტოფოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი გოგიტა ნადარეიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მონაწილეებმა დიდი დაინტერესება და მოტივაცია გამოხატეს. მათ მეორე ტურში გადასვლა სურდათ. მეორე ეტაპზე აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ცოდნის დამტკიცების საშუალებაა.

მარანის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაზა პიტავა:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას ინტერესითა და გულისყურით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. პროექტი მოსწავლეებს ინდივიდუალური მუშაობის უნარებს უვითარებს. „ეტალონს“ ყველა დადებითად ვაფასებთ.

მარანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თეა გიგინეიშვილი:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის პედაგოგებთან ემზადებიან და ჩვენ აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ყველას ინტერესს იწვევს და მოსწავლეები მოტივირებულნი არიან, რომ საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ და გამოამჟღავნონ. 

კვათანის საჯარო სკოლა, დირექტორი ლიანა საკანდელიძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად წერეს. მათ ეს პროექტი სიხარულს ანიჭებს. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით და ვაპირებთ აქტიურად ვუგულშემატკივროთ.

კვათანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ციალა ღვამიჩავა:

ტესტირება ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს და საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მთელი სკოლა ამ პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მოსწავლე შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მათ საგულშემატკივროდ მთელი ენერგიით ვემზადებით. თავად პროექტი მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, კონკურენციის უნარებს უვითარებს და დამოუკიდებლობას აჩვევს.

ნოღოხაშის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯილდა ცომაია:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ტექსტი პროგრამულ მასალასთან მისადაგებული გახლდათ. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და დაინტერესება გამოხატეს. პროცესს გულისყურით მოეკიდნენ. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. ეს პროექტი ცოდნის მობილიზებასა და მოსწავლის დამოუკიდებლობის ზრდას უწყობს ხელს.

ნოღოხაშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ბელა კუჭუხიძე:

ტესტირებამ მოწესრიგებულ გარემოში, ინსტრუქციის მიხედვით ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან მონდომებულნი იყვნენ. მათ სურთ „ეტალონი“ უფრო ხშირად ჩატარდეს. მეორე ტურისთვის დიდი შემართებით ვემზადებით. ეს პროექტი აუცილებელია, რადგან ცოდნისადმი მისწრაფებას აღვივებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება