სიახლეები


რა უნდა იყოს სწავლების ძირითადი პრინციპები - ამერიკელი ფსიქოლოგის თეორია
18-01-2017
-
+


ამერიკელი ფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი (1915) კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 

მან საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას. 

ბრუნერის მიდგომა სწავლებისადმი არის კონსტრუქტივისტული. 

ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებს და კონცეფციებს. 

მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისათვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. 

შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაწვდეს "ინფორმაციის იქით" არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს. 

სწავლება ისე უნდა იყოს "აწყობილი", რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლე) აქტიურად არის ჩართული დიალოგში (სოკრატული სწავლება). 

მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. 

კურიკულუმი უნდა იყოს შედგენილი სპირალური პრინციპით ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით. 

ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს: 

(1) სწავლებისადმი წინასწარი განწყობა; 

(2) სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები იყოს; 

(3) საჭიროა არსებულ მასალაში თანმიმდევრობის პრინციპის დაცვა; 

(4) საჭიროა წახალისება-დასჯის მეთოდების სწორი გამოყენება. 

ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია: 

1. სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისათვისაც მოსწავლე მზადაა. 

2. სწავლების სტრუქტურა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისათვის (სპირალური ორგანიზება). 

3. სწავლება ხელს უნდა უწყობდეს "ექსტროპოლაციას" ანუ ის უნდა ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ "ნაპრალებს" (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„რაც მთავარია, ბაღები არის უფასო“ - კალაძე თბილისის ბაღებზე

რა ეტაპების გავლა უწევთ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრის შესასვლელიდან კუთვნილ სექტორში მისვლამდე

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება