TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მოწვეულ მასწავლებელს და რამდენი ხნით შეიძლება მაძიებლის სტატუსით სარგებლობა?!
31-10-2018
-
+


მასწავლებლის მაძიებლის სტატუსი 2019 წლიდან ამოქმედდება, ხოლო სტატუსის შენარჩუნება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, მოწვეული მასწავლებლის შემთხვევაში სკოლა თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა კვალიფიკაციის პირს მიიღებს. ამასთან, მისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა 10 საათს არ უნდა აღემატებოდეს. 

შეგახსენებთ, რომ მოწვეული და მაძიებელი მასწავლებლის სტატუსების შესახებ „ზოგადი განათლების კანონში“ ცვლილებები ზაფხულიდან შევიდა. 

„მოწვეული მასწავლებლის სტატუსით შესაძლებელია, პირმა ასწავლოს 10 საათამდე. ეს არის ადამიანი რომელიც სხვაგანაც არის დაკავებული და სკოლას შესაძლებლობა ეძლევა ეროვნული სასწავლო გეგმის გაძლიერებული სწავლებისას ან არჩევით საგანზე მოიწვიოს ეს პირი მასწავლებლად სკოლაში. ანუ ასეთი ადამიანი სრულად არ არის დასაქმებული სკოლაში. მოწვეული მასწავლებლის შემთხვევაში სკოლა თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა კვალიფიკაციის ადამიანს მოიწვევს, გამომდინარე სასკოლო სასწავლო გეგმიდან“, - აცხადებს მანანა რატიანი.

როგორც რატიანი აღნიშნავს, მოწვეული მასწავლებლისგან განსხვავებით, მაძიებელი მასწავლებელი არის პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კვალიფიკაცია. მისივე თქმით, მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებელს 2 წლის განმავლობაში კომპეტენციის დადასტურების საშუალება და სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შესვლის შესაძლებლობა აქვს.

„მაძიებელ მასწავლებლად სკოლაში შესაძლოა შევიდეს ის პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში ლაპარაკია, რომ მაგალითად მე თუ ვარ ქიმიკოსი კვალიფიკაციით, შემიძლია სკოლაში ქიმიის მაძიებლად დავიწყო მუშაობა.

ამავდროულად ერთვები მაძიებლობის პროგრამაში, რომლის ხანგრძლივობა არის 2 წლამდე. კომპეტენციის დადასტურების შემდეგ პირს შეუძლია უფროსი მასწავლებლის სტატუსით განაგრძოს სკოლაში მუშაობა. მაძიებლობაში პირს შეუძლია  მაქსიმუმ 2 წელი იყოს ჩართული, რა პერიოდშიც იგი მხარდაჭერილი იქნება სპეციალური პროგრამით, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა რატიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება