სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

წიგნი, რომელიც გამოცემის წელში თორმეტ ენაზე ითარგმნა და 800 000-იანი ტირაჟით გაიყიდა
13-02-2017
-
+


დევიდ ოგილვი ახლა უკვე მსოფლიოში აღიარებული რეკლამის თეორიის კლასიკოსია. იგი შეყვანილია „French Magazine“ გიგანტების სიაში, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ინდუსტრიულ რევოლუციაში.

სწორედ მას ეკუთვნის წიგნი, ”სარეკლამო აგენტის გულახდილობები”, რომელიც გამოცემის წელში თორმეტ ენაზე ითარგმნა და   800 000-იანი ტირაჟით გაიყიდა.

ოგილვი ვერ იტანდა უჭკუო ხალხს და გამოირჩეოდა უხეში გამონათქვამებით, ხშირად წყვეტდა ურთიერთობას კლიენტებთან და თანამშრომლებთან. განსაკუთრებით ეშინოდა თვითმფრინავით ფრენის და ამიტომ გრძელვადიან კრუიზებში უწევდა მოგზაურობა. მისი ოცნებობა რაინდობის წოდების მიღება იყო, რაც მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. ოგილვი ყველზე მეტად ოქსფორდიდან ცუდი მოსწრების გამო გარიცხვაზე წუხდა. 

1988 წელს, 77  წლის ასაკში მის მიერ  6 000 დოლარად  დაფუძნებული კომპანია 864 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ოგილვიმ წარმატება სამი მთავარი ფაქტორით ახსნა: პირველი – რეკლამის ეფექტურობის გამოკვლევების შედეგების აქტიური გამოყენება. იგი ეყრდნობოდა  სარეკლამო ინდუსტრიის მუშაობის გამოცდილებასა და დაზვერვას: ”რეკლამის შემქმნელები, რომლებიც იგნორირებას უკეთებენ გამოკვლევებს, ისევე სახიფათონი არიან, როგორც გენერლები, რომლებიც მტრის გზავნილების გაშიფვრას არ აქცევენ ყურადღებას”. 

მეორე ფაქტორი – ფენომენალური შრომისუნარიანობა. მას უყვარდა შოტლანდიური ანდაზა: ”მძიმე სამუშაოს ჯერ არავინ მოუკლავს”.

მესამე ფაქტორი – ხალხის სწორად შერჩევა. ქვეგანყოფილების ახალ ხელმძღვანელს  მატრიოშკას ბარათით ჩუქნიდა: ”თუ თითოეული ჩვენგანი აიყვანს ხალხს საკუთარ თავზე უფრო პატარას, მაშინ ჩვენი კომპანია ჯუჯების კომპანიად გადაიქცევა. ხოლო, თუ ავიყვანთ უფრო დიდს, მაშინ იქნება გიგანტების კომპანია”.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება