სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები, რჩევები

არდადეგებზე წასაკითხი 3 ქართული წიგნი - რჩევები მოსწავლეებს
08-01-2018
-
+


Etaloni.ge გთავაზობთ სამ ქართულ წიგნს, რომელიც შეიძლება არდადეგებზე წაიკითხოთ. 

გაეცანით წიგნებს და მათ მოკლე მიმოხილვას. 

გურამ დოჩანაშვილი - ''კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.''

ვასიკო კეჟერაძე ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა. კარგად იცოდა, რომ “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება”. ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას. ვასიკოსაც ჩხვლეტდა სიყვარულის კაქტუსი, ლიტერატურის სიყვარულისა.სწორედ ამ დროს შეხვდა მასა ერთ-ერთი "ჟურნალ-გაზეთის" კორესპონდენტი და დაიწყო ძალიან უცნაური ინტერვიუ. 

ნოდარ დუმბაძე - ''მე, ბებია, ილიკო და ილარიონი''.

''მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'' — ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი ზურიკელა ვაშალომიძე გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან ერთად. ბებიას შვილიშვილის აღზრდაში მეზობლები, ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. ნაწარმოების მოქმედება დიდი სამამულო ომის დროს ვითარდება. რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. 
 
ნაირა გელაშვილი - ''დედის ოთახი''. 

დედის ოთახი ნაირა გელაშვილის რიგით მეორე რომანია. რომანი ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ანხორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია. მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა–თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი (აქაც პირველი პირით თხრობა). საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე "მთლიანად" არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება