სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს პროექტი საუკუნეებს გაუძლებს და ჩაიწერება ისტორიაში...“ - თელავმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
12-10-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით „ეტალონი მოსწავლეების“ გამოვლენას აგრძელებს. ამჯერად პროექტის შემოქმედებითი გუნდი თელავს ესტუმრა, სადაც წინანდლის კულტურის სახლში „თელავის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებას რესურცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ. დიდი იყო გულშემატკივართა, დირექტორებისა და პედაგოგთა რიცხვი, რომლებიც, მათივე სკოლის მოსწავლეებს გულშემატკივრობდნენ.

გამარჯვებული ქვემო ხოდაშნის მეორე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა ავაქაშვილი გახდა. ის „ეტალონის“ ფინალულ ღონისძიებაში თელავს წარადგენს. ის  განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა პირველ ადგილს და მომავალ ეტალონელებს რჩევები მისცა:

„ძალიან დიდი ბედნიერებაა გერქვას „ეტალონი მოსწავლე“. არ ველოდი, რომ პირველი ადგილის მფლობელი გავხდებოდი. ახლაც ემოციებში ვარ და რა გითხრათ არ ვიცი. მინდა, ყველა მოსწავლეს ვურჩიო მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. წაიკითხონ ბევრი წიგნი და იყვნენ განათლებულები.“ 

ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებსა და გულშემატკივრებს სცენიდან მიესალმა თელვის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე შირვან ალიევი და აღნიშნა, რომ ეს პროექტი მომავალში აუცილებლად ჩაიწერება ისტორიაში, რადგან მისი როლი ძალიან დიდია საგანმანათლებლო სისტემაში: 

„ეს პროექტი საუკუნეებს გაუძლებს და ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში“. 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტ „ეტალონს“ დიდი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის გონებრივ განვითარებაში. 

„თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს, იმიტომ რომ ბევრი მონაწილე იყო წარმოდგენილი თელავის მიუნიციპალიტეტიდან და მათ შორის საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გამოვლინდნენ. მე მიხარია, რომ „ეტალონი მოსწავლე“ გახდა ქვემო ხოდაშნის მოსწავლე, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა და ყველა ახალგაზრდას, ვინც მონაწილეობდა დღეს პროექტში, მათ გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მხოლოდ ცოდნით, სწავლით და წიგნის სიყვარულით მიაღწევენ ისინი წარმატებას ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყანაც წარმატებული იქნება. ეს არის ის თაობა, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ , თითოეული ჩვენთაგანი ამისთვის ვართ მოწოდებული და მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ მნიშვნელოვან საქმეში, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ საგანმანათლებლო პროექტს“

რესურცენტრის უფროსის ლევან მრელიშვილის თქმით, თელავის ყველა სკოლა განსაკუთრებულად ემზადება „ეტალონისთვის“ და ყოველ წელს აუმჯობესებენ კონკურსის მონაწილეები პირველი და მეორე ტურის შედეგებს. 

„თქვენ ნახეთ, რომ ბავშვები ძალიან მობილიზებულები იყვნენ. განსაკუთრებით ემზადებოდა ყველა სკოლა ამ პროექტისთვის. თავდაპირველად 530 მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან 230- მა გადალახა მინიმალური ზღვარი. შემდეგ უკვე აირჩა ის 73 ბავშვი, რომლმაც დღეს მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობა ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. ყველა ეს მონაწილე, რომლებმაც ზღვარი გადალახეს და დღევანდელ ღონისძიებაში ვერ მიიღეს მონაწილეობა, ვინც ამ 73 მოსწავლეს შორის ვერ მოხვდა, სიგელებით დაჯილდოვდნენ „ეტალონისგან“. ბავშვებს დიდი მოტივაცია აქვთ. 

წარმატებებს ვუსურვებ ეტალონს და მთელ მის შემოქმედებით გუნდს. მე ძალიან ბედნიერი ვარ , რომ ასეთი კარგი თაობა მოდის.“ 

ძალიან ემოციური აღმოჩნდა ანა ავაქაშვილის გამარჯვება, მისი რუსულის მასწავლებისთვის, მარიამ მჭედლიშვილმა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ პროექტს დიდი მადლობა გადაუხადა ასეთი სიხარულისთვის. 

„ვერაფრიოთ ვერ გამოვხატავ, იმდენად ეიფორიებში ვარ, სიტყვები არ მყოფნის. ვულოცავ ჩემს მოსწავლეს და საერთოდ ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა. ანა ძალიან კარგი მოსწავლეა, ძალიან ემზადებოდა ეტალონისთვის, ბევრს მეცადინეობდა და მიხარია, რომ დაუფასდა. მადლობა ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის, ამ დიდი სიხარულისთვის...“ 

ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“ გრძელდება. „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება