სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ბედი ელით სპორტის პედაგოგებს რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ
12-10-2018
-
+


„ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ზოგან საერთოდ არ ტარდება, ზოგან ტარდება მაგრამ არასრულფასოვნად. არის შემთხვევები, როცა დაწყებითის მასწავლებლები იღებენ სპორტის საათებს, თუმცა სპორტის მაგივრად სხვა საგანს ატარებენ“,- აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა etaloni.ge -სთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი მდგომარეობის გამოსასწორებლად არის აუცილებელი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპოროექტის მიღება, რომელიც ერთის მხრივ კვალიფიციური მასწავლებლების არსებობას უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ -  ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სწორი ფიზიკური დატვირთვას.

„დღეს არსებული მდგომარეობით, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ზოგან საერთოდ არ ტარდება, ზოგან ტარდება მაგრამ არასრულფასოვნად. ამასთან, დაწყებით კლასებში არიან პედაგოგები, რომლებსაც არანაირი განათლება არ აქვთ ფიზიკური აღზრდის მიმართულებით. შესაძლოა, სპორტის გაკვეთილს ქართულის მასწავლებელი უტარებდეს ბავშვებს ან დამრიგებელი, რომელმაც ფიზიკური აღზრდის არანაირი კვალიფიკაცია არ აქვს. არის შემთხვევები, როცა პედაგოგი იღებს სპორტის გაკვეთილის საათებს, მაგრამ ამ დროის განმავლობაში თავის საგანს ატარებს.

ჩვენ გვჭირდება, რომ ის ადამიანი, რომელიც ბავშვებთან მივა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილს ჩაუტარებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ქიმიის მასწავლებელი იქნება ქართულის თუ სხვა საგნის, ჰქონდეს მინიმალური ცოდნა მაინც როგორ მოახდინოს სწორად ბავშვის ფიზიკური დატვირთვა. ამიტომ არის ეს ვალდებულება ჩადებული და თუ ეს იმ ვადებში ამოქმედდება, რომელსაც ვამბობთ, მომავალი წლიდან უკვე სავალდებულო იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის ქონა“, - აცხადებს ლიპარტელიანი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში იქნება 6-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რაც პედაგოგების გადამზადებისთვის იქნება გამოყენებული. როგორც  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი აცხადებს, გადამზადების კურსის ხანგრძლივობა 2-თვიანი იქნება და პირველ ჯერზე ის პედაგოგებისთვის უფასო იქნება. ზოგადად კი გადამზადების კურსის გავლა მასწავლებლებისთვის 2-3 წელიწადში ერთხელ იქნება გასავლელი.

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე თბილისში არის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროგრამა შემუშავებული და დაახლოებით 2-თვიან ვადაში მასწავლებლები გადამზადდებიან, როგორც ფიზიკური აღზრდის პედაგოგები და ეს გადამზადება მათთვის იმის საფუძველი იქნება, რომ მათ სკოლებში შეძლონ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩატარება.

ზოგადად ნებისმიერი გადამზადება, რაც არ უნდა კარგი კვალიფიკაციის მქონდე იყოს პიროვნება 2-3 წელიწადში მაინც საჭიროებს გადამზადებას. მაგრამ ვინაიდან პირველ ჯერზე ეს ვალდებულება დიდად არ გადავიდეს პედაგოგებზე, სახელმწიფო ფიქრობს, რომ ეს იყოს სუბსიდირებული და ყველა ეს პედაგოგები პირველ ეტაპზე გადამზადდეს უფასოდ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ცენტრი თბილისშია და რეგიონში მაცხოვრებლებისთვის ამ კურსის გავლა რთული იქნება, რადგან მისთვის ეს მაინც დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ ვაპირებთ, რომ ამ უნივერსიტეტის ბაზაზე შევქმნათ 6-7 კაციანი მობილური ჯგუფები, რომლებიც ივლიან რეგიონებში, რაშიც რესურსცენტრებიც დაგვეხმარებიან და უკვე რეგიონების მიხედვით მოხდება რამდენიმე ჯგუფის გაგზავნა და პედაგოგების გადამზადება. ასეთი გეგმა არსებობს, თუმცა პირველ რიგში ჯერ კანონია მისაღები“,- აცხადებს ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, დღეისათვის ფიზიკური აღზრდის პედაგოგად დაახლოებით 10 000-მდე პირია დაფიქსირებული. მათ ნაწილს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ნაწილს - არა, თუმცა კონკრეტულად რამდენი პედაგოგი იქნება გადასამზადებელი ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისად ლიპარტელიანის თქმით, უცნობია ისიც თუ რა ხარჯების გაღება იქნება საჭირო პედაგოგთა გადამზადებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ცვლილება „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტშია შესული, რომელსაც პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, კი სკოლებში სპორტის გაკვეთილების ჩატარების უფლება, მხოლოდ იმ პედაგოგებს ექნებათ, რომლებსაც უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლება აქვთ მიღებული.  



კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება