| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს დედოფლისწყაროს სტუმრობს, სადაც ამ წუთებში დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ღონისძიება მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში დედოფლისწყაროს რაიონის ყველა სკოლიდან 66 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს.
ღონისძიებას ესწრებიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ნუგზარ პაპიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი, რესურსცენტრის უფროსი - ეთერ ზურიკაშვილი განათლების კომისიის, კულტურის, სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - მიხეილ ბახუტაშვილი.
კონკურსის მიმდინარეობისას „ეტალონის“ წამყვანმა და ავტორმაბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა სცენაზე დედოფლისწყაროს მერი - ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მიიწვია. ქალაქის მერი სიამოვნებით დარჩა სცენაზე, აქტიურად ჩაერთო ჩემპიონატში და თანაწამყვანობა შეითავსა. მოთამაშეებმა რამდენიმე კითხვა, მათი ქალაქის მერისგან მოისმინეს.
კონკურსის დაწყებამდე 2017-2018 სასწავლო წლის დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე ელენე ჩოხელი „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა, მის მშობლიურ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლას და დირექტორს - თამარ ნებიერიძეს, ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა