| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ზველი თბილისი, თავისი განუყრელი პერსონაჟებით, სხვადასხვა რჯულისა თუ ეროვნების მოსახლეობით, ადათებითა და წეს-ჩვეულებებით, ღია ცის ქვეშ გაშლილ დიდ თეატრს მოგაგონებდათ.
ძველი თბილისის ქუჩაბანდებში შეგეძლოთ გენახათ ყოჩების ჭიდილი, მამლების ძიძგილაობა, ყეენობა, მზითვის ჩვენება, ამქართა სადღესასწაულო სვლა, ყარაჩოხელთა ქეიფი, ლოყებდაბერილი მედუდუკეები, არღანზე მოქეიფე კინტოები, მექელეხეები, კრივი, ქართული ჭიდაობა, წრე-ლახტი, ჩილიკა-ჯოხი და კიდევ მრავალგვარი სანახაობა.
გარდა ამისა, ქალაქელთა ყოფაში დიდი ადგილი ეკავა საეკლესიო დღესასწაულებს: „წყალკურთხევას“, „კვირაცხოვლობას“, „მამადავითობას“, „ბარბარობას“, „თელეთობას“, „სიონობას“, „ანჩისხატობას“ და მრავალ სხვას.
წლის პირველი დიდი დღესასწაული, რომელსაც ერთნაირად სცემდა პატივს ყველა, ახალი წელი იყო, ვინაიდან ახალი წელი იყო სიკეთის, ბარაქის, იმედის მომცემი წელი.
ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, ოჯახის დიასახლისი იწყებდა სახლის საგულდაგულოდ დალაგება-დასუფთავებას - იხვეტებოდა ოთახები, იბერტყებოდა ფერად-ფერადი ნოხები და ფარდაგები; მზადდებოდა ნაირ-ნაირი პირის ჩასაკოკლოზინებელი ტკბილეული და ნამცხვარი, და რაც მთავარია, გოზინაყი.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას