სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სახალხო დღესასწაულია“ - ყვარელში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
05-10-2018
-
+


პროექტი, რომელშიც მონაწილეობა და გამარჯვება ყველა მოსწავლეს სურს, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონია“. მისი I ეტაპი  -  ტესტირებები, უკვე დაიწყო. აღნიშნული 3 ოქტომბერს ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი მალე გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება. 

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი:

ტესტირება მუნიციპალიტეტის 21 საჯარო და 1 კერძო სკოლაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ ღონისძიებას  ყოველთვის დიდი მონდომებით ელიან და როცა იგებენ, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი იწყება, უზომოდ უხარიათ. ისეთი დასწრებაა ხოლმე, რომ ვერ აღგიწერთ. მარტო სკოლები კი არა, მთელი მუნიციპალიტეტია დაინტერესებული. ფაქტობრივად, სახალხო დღესასწაულია. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. მანამდე სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და „ეტალონის“ ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიამართა, სადაც დაინტერესებულმა მხარეებმა ყველა კითხვაზე პასუხი პროექტის ავტორისგან - გოჩა ტყეშელაშვილისგან მიიღეს. მათ შორის კითხვები მომავალი ღონისძიებების შესახებაც იყო. ახლა უკვე აქტიურად ვემზადებით მეორე ტურისთვის. პროექტი საყოველთაოა და ცალსახად ვამბობ, რომ ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა, სადაც მოსწავლეები მონაწილეობას საკუთარი სურვილით და დიდი მონდომებით იღებენ. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მარიამ შეყელაძე:

ტესტირებამ ყველა სკოლაში მშვიდ გარემოში ჩაიარა. ჩვენი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა და ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია, როდესაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ისეთ პროექტში მონაწილეობა, როგორიცაა - „ეტალონი". ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავსი პროექტების განხორციელებას. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

თივის საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი ხატიაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და ამიტომ  მასში მონაწილეობა სამმა მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან. ისინი ამ პროექტით ცოდნას იღრმავებენ და გამოცდილებას იღებენ. 

თივის საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი მაკა ტურიაშვილი:

ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მონაწილეობა სამმა მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. ღონისძიებას სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან წარმატებულია და ამას საქართველოში ყველა აღნიშნავს. გვსურს მონაწილეობა მომავალ წელსაც მივიღოთ.

შილდის N1 საჯარო სკოლა,  დირექტორი ზაირა არევაძე:

ტესტირებამ კარგად და ობიექტურად ჩაიარა. მას 31 ბავშვი დაესწრო. ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურის ღონისძიებას სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩვენ შარშანაც მივიღეთ მონაწილეობა და გამოცდილება უკვე გვაქვს. არაჩვეულებრივი პროექტია, ყველას მოგვწონს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატით ბავშვები თავის თავში უფრო რწმუნდებიან. მათ ცოდნის ამაღლების მოტივაცია ეძლევათ.

შილდის N1 საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი ნანული მანიჟაშვილი-დინგაშვილი:

მისასალმებელია ის, რომ შარშან პირველ ათეულში გავედით. ამან ბავშვები დააინტერესა და ამიტომ უფრო მეტი ხალისით ჩაერთნენ წელსაც. ტესტირება ობიექტურად ჩავატარეთ. მეორე ტურისთვის მოსწავლეებს პედაგოგები ამზადებენ. ასეთი პროექტები ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. თავიანთ ცოდნას ამოწმებენ და თავდაჯერებულები ხდებიან. 

ალმატის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე ბაწილაშვილი:

ტესტირებამ ობიექტურად და მშვიდად ჩაიარა. მოსწავლეები ხალისით დაესწრნენ. ორმა მათგანმა ბარიერი გადალახა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. აღსანიშნავია, რომ ბავშვებს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან უყვართ და მისი დაწყება უხარიათ. 

ალმატის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დიანა მიხალაშვილი:

ტესტირება მშვიდ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებს მონაწილეობის მიღებისა და შემდეგ ტურში გადასვლის დიდი მოტივაცია ჰქონდათ. მათ გამარჯვება სურთ. მეორე ტურში გადასულებს სკოლა უგულშემატკივრებს. ძალიან კარგი იქნება თუ ეს პროექტი უფრო ხშირად ჩატარდება, რადგან მოსწავლეებს საკუთარი თავის წარმოჩენა შეუძლიათ. 

სარუსოს საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი კოჭლამაზაშვილი:

ტესტირებაზე დასწრება  მაღალი იყო. მოსწავლეებს კარგი განწყობა ჰქონდათ. მათ ძალიან მოსწონთ  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები, რადგან მოსწავლეებს შრომისა და სწავლის მეტ მოტივაციას აძლევს. 

სარუსოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლია შაიშმელაშვილი:

დაინტერესებულნი და მონდომებულნი იყვნენ. ეთნიკური უმცირესობის სკოლაა და მათთვის ეს პროექტი ინტეგრაციის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. სხვებიც დაინტერესდნენ უკვე, ვისაც ჯერ არ მიუღია მონაწილეობა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეს მოტივაციას უვითარებს და ახალისებს რომ უკეთ ისწავლოს.
 
გავაზის საჯარო სკოლა, დირექტორი ლია კაპანაძე:

ტესტირებაში 21-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. მეორე ტურს აქტიურად დავესწრებით. ნამდვილად საჭირო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს ცოდნისა და ინტელექტის ამაღლებაში ეხმარება.  

გავაზის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაია აბაშვილი: 

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ჩართულობა აქამდე არ ყოფილა. მითუმეტეს, რომ მესამე წელია მონაწილეობას ვიღებთ და გამოცდილება გვაქვს. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ და მათ სლოგანებით გავამხნევებთ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატით მოსწავლეებმა ცოდნის მეტად გამყარება და უკეთესად სწავლა მოინდომეს. 

გრემის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო მამაგულიშვილი:

ტესტირებაში 6 მოსწავლე მონაწილეობდა. ბარიერი მხოლოდ ერთმა გადალახა, თუმცა მოსწავლეთა შემართება მაღალი იყო. სკოლა მეორე ტურში გადასულებს აქტიურად უგულშემატკივრებს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მოგვწონს. მასში მოსწავლეთა ჩართულობა მაღალია, რადგან გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის დიდი სტიმულია. უფრო შემართებითაც სწავლობენ. 

წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, დირექტორი გიორგი არჩვაძე:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. შარშანაც ვიღებდით მონაწილეობას, რა დროსაც ჩვენი სკოლის მოსწავლე ყვარლის „ეტალონი“ გახდა.  წელს მეტი გამოცდილებით, უკეთ მომზადებულები შევხვდით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ცოდნის ამაღლებისთვის საუკეთესო პროექტია. 

წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ავაზაშვილი:

აღსანიშნავია, რომ ტესტირებაში ჩვენი სკოლიდან წინა წლის გამარჯვებულმაც მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ პირველ ტურში შეეძლო ამ ეტაპზე დასწრება, იმდენად სურდა ამ კონკურსში თუნდაც სიმბოლურად ჩართვა, რომ ტესტირება გაიარა. რაც შეეხება სხვა მოსწავლეებს, დასწრება მაღალი იყო. კარგი ქულებიც დაიწერა. მესამე წელია ვმონაწილეობთ და მეორე ტურისთვის კარგად მომზადებულებიც ვართ. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
სააღდგომოდ 400 ლარს ეს ოჯახები მიიღებენ - ბიუჯეტი
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს
გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები
აქტივობებში ისინი დიდი მონდომები, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება