სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ სხვისი წარმატების გაზიარებასა და წინსვლას მიმაჩვია“ – „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“
04-10-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ახალი სეზონი ცაგერიდან გაიხსნა და გუშინ, 3 ოქრომბერს „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ცაგერის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მიხეილ მეშველიანი,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული სამსახურის საქმეთა უფროსი - გოგი კვირიკაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა  წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე საბა შკუბულიანი, რომელიც ძალიან ბედნიერი დარჩა მოპოვებული გამარჯვებით და მადლობა გადაუხადა პროექტს მიცემული შანსისთვის:

 „ეტალონში“ გამარჯვება დიდ სიხარულთან ერთად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. პროექტმა, უპირველესად, ცოდნის ეფექტურად გამოყენება და სტრესულ სიტუაციაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მასწავლა, სხვისი წარმატების გაზიარებასა და წინსვლას მიმაჩვია, მადლობა „ეტალონს“ ამისთვის.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა მოხარული დარჩა „ეტალონში“ სტუმრობით და მადლობას გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილს მომავლის საქმის მსახურებისთვის: 

„ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის და მთელი ცაგერისთვის. მადლობა ბატონ გოჩას განათლების ზეიმის მოწყობისა და ჩვენი ბავშვების ცოდნის განოვლენა-წახალისებისთვის. „ეტალონელები“ პროფესიონალნი და წარმატებულები გაიზრდებიან და სამშობლოს გამოადგებიან.“

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი „ეტალონის“ მამულიშვილურ საქმეში სრულ მხარდაჭერას გამოუცხადა: 

„ერთია, როდესაც „ეტალონს“ შორიდან უყურებ და მეორე, როდესაც ამ სიხარულის თანაზიარი ხდები. დღეს ჩვენმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და რაც მთავარია, უფრო თამამები, თავდაჯერებულები და წარმატებისაკენ ოროენტირებულები გახდნენ. მადლობა ამისათვის გოჩა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს. ცაგერის მუნიციპალიტეტი „ეტალონს“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ მამულიშვილურ საქმეში." 

ცაგერის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ამაყი დარჩა მოსწავლეების წარმატებით და მადლობას გადაუხადა „ეტალონს“ ცოდნის გამოვლენა- წახალისებისთვის: 

„დღეს ჩვენმა ბავშვებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატში ღირსეულად და წარმატებით იასპარეზეს. დღეს აქ ცაგერის მომავალი იდგა-საუკეთესო მოსწავლეები ყველა სკოლიდან. მადლობა „ეტალონს“ მათი წარმოჩენისა და წახალისებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ფინალზეც საუკეთესო შედეგზე გავალთ.” 

გამარჯვებულის დამრიგებელი ნათია მიქაძე ბედნიერებას ვერ მალავდა საბას წარმატებით და მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ ამ სიხარულისთვის:

„ემოციების გამოსახატად სიტყვები ზედმეტია. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ დღეს. საბა უნიჭიერესი მოსწავლეა, გადაჭარბების გარეშე. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ წარმატებით იასპარეზებდა. მადლობა „ეტალონს“ ამ დაუვიწყარი წუთებისთვის...“

„ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი საბა შკუბულიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება და 4 ოქტომბერს სენაკს ესტუმრება, 5 ოქტომბერს კი მესტიას. „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება