| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა აფხაზეთის N5 სკოლაში პროექტით ,,ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“.
პროექტში მონაწილეობდნენ მეშვიდე, მეცხრე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ხასიათის საინტერესო და მრავლმხრივი ინფორმაცია წარმოადგინეს შშმ პირებსა და მათ პრობლემებზე.
როგორც მასწავლებელი ჟ.ნოდია აღნიშნავს, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას, რათა თავად იზრუნონ შშმ და სსსმ თანატოლებზე:
''დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების ჩართულობას ინკლუზიური სწავლების პროცესში, მნიშვნელოვანია შშმ ბავშვებმა მათთან თანაბარ პირობებში იგრძნონ თავი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ,,ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ“, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, ესტუმრნენ შშმ პირთა დახელოვნებისა და გადამზადების ცენტრს, ჩაიწერეს ინტერვიუ ცენტრის დამფუძნებელ ხვიჩა სიმონიასთან.''
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი