სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილების აღზრდის დროს
21-09-2018
-
+


მშობლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ შვილებს სწორად ზრდის. ისინი ფიქრობენ, რომ კარგი პედაგოგური უნარები აქვთ, თუმცა, ეს ყოველთვის მართალი არ არის. დედები და მამები ხშირად უშვებენ ერთი და იმავე შეცდომებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ბავშვის აღზრდისას შეცდომებს ყველაზე გამოცდილი მშობლებიც უშვებენ.

წარმოგიდგენთ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მშობლებმა აუცილებლად უნდა დაამსხვრიონ:

1. სხვისი დაბეზღება/დასმენა ცუდია

მშობლები ხშირად ეუბნებიან შვილებს - „არ დააბეზღო სხვა“ და მათ სჯერათ, რომ ეს კარგი წესია. თუმცა, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მსგავსი მიდგომის შემდეგ, ბავშვები თავიანთ პრობლემებზე აღარ საუბრობენ, რადგან მათ ეშინიათ არ მიაკერონ „დამსმენის“ იარლიყი.

2. ბავშვებმა არ უნდა გამოხატონ ნეგატიური ემოციები

მშობლებს არ მოსწონთ, როცა შვილები ტირიან, იმის მაგივრად რომ გაერკვნენ პრობლემის არსში, ისინი იწყებენ ყვირილს:  „ნუ ტირი“. ეს კი ბავშვის ნერვულ სისტემას აზიანებს, რადგან ცუდი ემოციები აუცილებლად უნდა გამოიხატოს. მშობელი უნდა ეცადოს შვილს ჩხუბის ნაცვლად, მეგობრული დამოკიდებულებით მოეგვარებინოს პრობლემა.

3. ვინც სკოლაში კარგად არ სწავლობს, რომ გაიზრდება კარგ სამსახურს ვერ იშოვის

ბევრ მშობელს სჯერა, რომ თუ ბავშვი სკოლაში კარგად სწავლობს, მოზრდილ ასაკში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.  რა თქმა უნდა, განათლება დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ის არ არის მთავარი ფაქტორი წარმატების მიღწევის. მშობელმა ასევე, უნდა გაითვალისწინოს, რომ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის (IQ) განვითარება.

4. ბავშვებს უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რასაც მოისურვებს

სოციოლოგების თქმით, მშობლების მიერ დახარჯული ფული ბავშვებისთვის წლიდან წლამდე იზრდება. მშობლები იმაზე მეტს ხარჯავენ შვილებისთვის, ვიდრე საჭიროა და ყიდულობენ ერთი და იმავე ნივთებს/სათამაშოებს, რადგან ეს ბავშვს სურს. ფსიქოლოგების აზრით, ფულის დაზოგვა ცუდ მშობლებად არ წარმოგაჩენთ. მშობელმა შვილებს მაგალითი უნდა მისცენ, რომ ფული არ უნდა დაიხარჯოს არასაჭირო ნივთებში.

5. მშობლებმა ბავშვები ყოველთვის უნდა გაართონ

მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, როცა ფიქრობენ რომ ბავშვები ყოველთვის უნდა გაართონ - მათთან ერთად ითამაშონ. ფსიქოლოგების რჩევით, მშობლებმა შვილებს საკუთარი სივრცე უნდა დაუტოვონ და მისცენ საშუალება თავად გაერკვიონ სამყაროს აღქმაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება