სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იქნება განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები
27-12-2016
-
+


ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცვიების წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი  პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა:

ზოგადი განათლება

პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში დასახული მიზნების მასაღწევად აუცილებელია სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, ამაღლდეს განათლების ხარისხი, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება. ამ მიზანს მოემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. სკოლის ცოდნით საუკეთესო მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორის გარეშე ჩააბარებენ.

იმისათვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და განვითარდეს ჰარმონიულად სკოლებში მეტი სპორტისა და ხელოვნების გაკვეთილები დაინერგება, სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები.  ამასთან, ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. შესაბამისად, სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები. გაგრძელდება სკოლების მშენებლობა და რემონტი.  

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლება დასაქმების ან კვალიფიკაციის ამაღლების წინაპირობა ხდება და დღეს სწორედ პროფესიულ კოლეჯებში შეძენილი პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლების მხრიდან. შესაბამისად, პროფესიული კოლეჯები ყველა ასაკის მოქალაქეს, სახელმწიფო დაფინანსებით,   მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას შესთავაზებს, მათ შორის დუალურ პროფესიულ განათლებას. სამუშაოზე დაფუძნებული - დუალური სწავლების დიდი ნაწილი საწარმოში წარიმართება და სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობას შეძლებს.  პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართულნი და გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის მინიმალური ანაზღაურებაც. 

პროფესიული კოლეჯები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდა და მოქალაქეებს შეეძლებათ სახლთან ახლოს დაეუფლონ ახალ პროფესიებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამჟამად, ქვეყანაში 37 პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო სასწავლებელი ფუნქციონირებს.

გაუმჯობესდება კანონმდებლობა - შედეგად, საბაზო განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს პროფესიული კოლეჯის დიპლომი, შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.

უმაღლესი განათლება

იმისათვის, რომ განათლება და ეკონომიკა მჭიდროდ დაუკავშირდეს ერთმანეთს, სახელმწიფო დასაქმებაზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლეს განათლებას შესთავაზებს სტუდენტებს. უნივერსიტეტები მოამზადებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც ჭირდება წარმოებას, მშენებლობას, ბიზნეს, სოფლის მეურნეობას, პოლიტიკას, სამოქალაქო სექტორს, სპორტულ, სახელოვნებო, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. ამასთან, სახელმწიფო მიერ დაფინანსდება ის პრიორიტეტული პროფესიები, რომლებზეც დამსაქმებლების მხრიდან დიდია მოთხოვნა. საუკეთესო ქართველი სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონის დიპლომებს.

მეცნიერება

საქართველო გახდება აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი. ამ გეგმის განხორციელებას ხელს შეუწყობს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ახალი პროექტი - „ისწავლე საქართველოში“. პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოენოვანი საერთაშორისო  პროგრამები,  შედეგად მეტი უცხოელი ისწავლის საქართველოში და მეტ ქართველ მეცნიერს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. შემუშავდება ახალგაზრდა მეცნიერების, ისევე როგორც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამები.  გაგრძელდება და გაღრმავდება „ჰორიზონტი 2020“-თან და სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობა.

მოხდება მეცნიერების კომერციალიზაცია - ახალგაზრდა მეცნიერებს/გამომგონებლებს საშუალება ექნებათ მათი მიგნებები კომერციულად საინტერესო წინადადებებად აქციონ. ეს მიდგომა ხელს შეუყობს  საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი მეცნიერების სამშობლოში დაბრუნებას. ყოველივე ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ასაწყობი, ტრანსპორტირებადი სკოლები რეგიონებში - 22 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება