სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ხუთეული გამოვლინდა
05-09-2018
-
+


2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ხუთეული ცნობილია. 

გამორჩეული პედაგოგები არიან:

ელისო აბრამიშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;

ჯაბა ლაბაძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბასურამის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

ლელა კოტორაშვილი - თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

დაჩი ნანობაშვილი - თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;

მანანა კაპეტივაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესარჩევ კონკურსში 104 პედაგოგი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესო ათეული 18 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. ახლა კონკურსის 5 ფინალისტი გამოვლინდება. 5 ოქტომბერს კი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული გახდება ცნობილი.

კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

გასულ წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება