სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

51- ე სკოლის დირექტორის მოადგილემ პოსტი დატოვა
05-09-2018
-
+


51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია აღნიშნულ თანამდებობას აღარ იკავებს, -ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თინათინ ყენიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მისი მორალური პასუხისმგებლობა გახდა და მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა: 

„მორალური პასუხისმგებლობაც არის-რა უნდა დაგემართოს სამსახურში, მითუმეტეს სკოლაში ამაზე მეტი, რომ ადამიანი კიდევ მივიდეს და იმავე გარემოში იგივე პასუხისმგებლობა აიღოს და 2600 ბავშვის გადაადგილება და ფიქრი გააკონტროლოს. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემ ხელთ არსებული ცნობების საფუძველზე მე ვერ უზრუნველვყოფდი ამ ფაქტის არიდებას, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არავის, მათ შორის მე არ მქონია, მაინც ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ვიყო იქ, სადაც ეს მოხდა.“

როგორც თინათინ ყენიამ აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია 51-ე სკოლის დირექტორი რას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, განათლების სისტემაში დარჩება, თუმცა სკოლის დირექტორობას აღარ გეგმავს. 

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ის მოზარდები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში კი საუბარია იმაზე, რომ უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, რომ რადგან ინციდენტის დღეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს ევალებოდა მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც დღემდე არ მომხდარა, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობების საკითხი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება