სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„დრონი“ მეფობენ - ციდან დანახული ფოტოგრაფია
05-09-2018
-
+


თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ხელოვნებაში ახალი მიმართულებები ჩნდება. ერთ-ერთი სწრაფად მზარდი მიმართულება კი დრონის ფოტოგრაფიაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უამრავი ფოტოგრაფი იყენებს. 

სად იყვნენ დრონები ფოტოგრაფიამდე? დრონი ანუ უპილოტო საფრენი აპარატები სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, მაგალითად, სამხედრო დანიშნულებით, საფოსტო მომსახურების მიზნით, გარემოს დაცვით საქმიანობაში და ასე შემდეგ. 

ერთ-ერთ რესტორანში დრონებმა მიმტანის ფუნქციაც კი შეითვისეს.



დრონები გამოჩნდნენ მოდის ინდუსტრიაშიც. Dolce & Gabbana-მ ერთ-ერთ ჩვენებაზე ჩანთების კოლექცია დრონების მეშვეობით წარმოადგინა. 



კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელმა ამერიკულმა  კორპორაციამ INTEL-მა დრონების შოუ გამართა, რომლის დროსაც ორკესტრის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ფონზე, ცაში 100 მოციმციმე  დრონი გაუშვეს. ულამაზესი ვიზუალური შოუ და მოციმციმე დრონები გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდნენ. 



„დრონულმა ფოტოგრაფიამ“ ისეთ პოპულარულობას მიაღწია, რომ სპეციალური კონკურსებიც კი დაარსდა, სადაც ამ ხერხით გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს ავლენენ. ერთ-ერთი ასეთია Drone Awards, რომლის დაჯილდოების ცერემონიალი იტალიაში, ქალაქ ასიზში გაიმართა. 

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსში 4 400 ფოტონამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ.

მთავარი პრიზის მფლობელი ფრანგი ფოტოგრაფი ფლორიან ლედუ გახდა, ნამუშევრით „თეთრი დათვი“. 



შედეგი მართლაც რომ გასაოცარია, მაგრამ დრონით ფოტოების გადაღება დიდ შრომას მოითხოვს, საჭირო კადრის დაჭერას ბევრი დუბლი და მოთმინება სჭირდება. დრონი ფოტოგრაფის გამოცდილებასთან ერთად მის დროსაც მოითხოვს და ცოტა გამართლებასაც. 

იხილეთ სხვა გამარჯვებულების ფოტოები და დარწმუნდით, რომ „დრონი მართლაც რომ მეფობენ“ 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„ააფეთქეთ“ სოცქსელები izrune.ge-ერთად - ვიდეოკონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია

შესანახი ყუთების შეძენამდე სკოლებმა კონკრეტული რეკომენდაცია უნდა ნახონ - სათავსო სპეციალურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს

 

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
პრესტიჟული აღიარება სკოლის მოსწავლეებმა - ანასტასია მოლაშხიამ, სერგი ორმოცაძემ და ელენე ნასარაიამ დაიმსახურეს
 

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და ლამაზი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება