სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორებზე განმარტებას აკეთებს
05-09-2018
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა  ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარამაძის მიერ პოსტის დატოვებასა და ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, კომენტარი გააკეთა:  

„პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. იმდენად კვალიფიციური კადრია, მოხარული ვარ, რომ ჩვენთან - „მასწავლებლის სახლში“ გააგრძელებს საქმიანობას. 

რაც შეეხება 51-ე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს, ეს დამოკიდებულია გარკვეულ დასკვნებსა და პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში  მიიღებს გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ ბატიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, განათლების სისტემაში დარჩება, თუმცა სკოლის დირექტორობას აღარ გეგმავს. 

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ის მოზარდები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში კი საუბარია იმაზე, რომ  უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, რომ რადგან ინციდენტის დღეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს ევალებოდა მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც დღემდე არ მომხდარა, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობების საკითხი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება