სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“-საგამოძიებო კომისიის დასკვნა
05-09-2018
-
+


ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში საუბარია იმაზე, რომ  უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

იქვე აღნიშნულია, რომ პასუხისმგებლობა ასევე უნდა დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სერგო რატიანმა მოხსენებისას განაცხადა, რომ რადგან ინციდენტის დღეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ყენიამ და მანდატურებმა ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, ხოლო სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს ევალებოდა მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც დღემდე არ მომხდარა, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობების საკითხი:

„ჩვენი რეკომენდაციები არის შემდეგი, რომ უნდა დადგეს მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი. ამასთან, მანდატურის სამსახურს არ გაუკეთებია მოკვლევა ამ ძალიან სერიოზული პრობლემის და არ დაუდგენია გადაცდომები. შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მანდატურის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს და ასევე მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა უნდა დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის თინათინ ყენიასი“,-აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარამაძე თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, განათლების სისტემაში დარჩება, თუმცა სკოლის დირექტორობას აღარ გეგმავს. 

პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ის მოზარდები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება