სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იაპონიაში თითქმის მილიონი სკოლის მოსწავლე ინტერნეტდამოკიდებულია
05-09-2018
-
+


იაპონიის საშუალო და უმაღლესი სკოლების დაახლოებით 930 ათასი მოსწავლე ინტერნეტზეა დამოკიდებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა კვლევის შედეგს, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წელს ჩაატარა.

სააგენტო „კიოდო“-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ 103 საშუალო და უმაღლესი სკოლის 64 ათასი მოსწავლე მოიცვა. კვლევა გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კვლევის შედეგებით, ინტერნეტდამოკიდებულება საშუალო სკოლების მამრობითი სქესის  მოსწავლეების დაახლოებით 10,6%-ს და მდედრობითი სქესის 14,3%-ს აწუხებს. უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შორის ინტერნეტზე დამოკიდებულება ბიჭების 13,2%-ს და გოგონების 18,9% გამოუვლინდა. 

სააგენტო აღნიშნავს, რომ ინტერნეტდამოკიდებულთა გამოსავლენად სპეციალისტებმა რვა ნიშანი გამოყვეს. მოსწავლე კატეგორიაში - „ინტერნეტ-დამოკიდებული“ ხვდებოდა თუ მისი პასუხების საფუძველზე ამ რვა ნიშნიდან ხუთი ან მეტის გამოყოფა იყო შესაძლებელი.

2013 წლის კვლევის მიხედვით, იაპონიის საშუალო და უმაღლესი სკოლების ინტერნეტდამოკიდებულ მოსწავლეთა რიცხვმა დაახლოებით 510 000 ადამიანი შეადგინა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება