სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ სულიერად განადგურებული...“ – 14 წლის გოგონა აჭარიდან
04-09-2018
-
+


14 წლის ანი დავითაძის წერილია, რომელსაც საკმაოდ მძიმე ისტორია გადახდა სოცოალურ ქსელში „აჭარული გვერდი“ აქვეყნებს.

ანის წერილს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ალბათ ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც შეიძლება ამ ისტორიიდან ვისწავლოთ, ის არის, რომ არასოდეს ვენდოთ ერთი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს...

"მოდი, ბოლომდე წაიკითხეთ და თვალი გაუსწორეთ რეალობას, რომელიც ყველაზე მწარეა... 
14 წლის უბრალო ბავშვი ვარ ჩაქვიდან.

ჩემი დიდი ოჯახისთვის რადგან პატარა ახალი წევრი ვიყავი და საკმაოდ დიდი შენაძენი, ყველა დამატარებდა იქით-აქეთ. მოხეტიალეც კი მიწოდეს ბოლოს ახლობლებმა. გავიზარდე და ისევ მიყვარს მისვლა-მოსვლა.

მოდი, ვიმოგზაუროთ დროში, იქ სადაც ბევრი პრობლემა გადავლახე და დღეს სრულიად ჯამრთელი და ძლიერი ვარ... 

პირველ კლასში როდესაც მივედი, ვიყავი ერთი მშვიდი სპეტაკი არსება. დედაჩემი მუშაობდა და მასწავლებელს მიმაბარა (დამრიგებელს). გავიდა 1-2 თვე და სხვებთან შედარებით უკე ვკითხულობდი, ძალიან მიხაროდა... სულ მალე, პირველ კლასშივე ჩატარდა კონკურსი "მე ვწერ სწორად და ლამაზად". მართალია, შიდა სასკოლო კონკურსი იყო, მაგრამ ჩემთვის წარმატება იყო ერთგვარი. გავიმარჯვე. მახსოვს, როგორ გამომაცხადა დირექტორმა და როგორ ამაყად მივედი მასთან. ეს კონკურსი რომ გამოცხადდა, ღამეებს ვათენებდი, რომ კალიგრაფია დამეხვეწა... 

გადის დრო, შემექმნა პრობლემა. მეოთხე კლასში ვიყავი, მარჯვენა ფეხით გადაადგილება მიჭირდა. ბოლო დროს ვერც კი დავდიოდი, ბევრი იმარჩიელეს ექიმებმა, ბევრი შეცდა და არასწორად მიმკურნალა... მოკლედ რომ ვთქვათ, 4 წელი ტყუილად ვიმკურნალე... ამის შემდეგ უფრო გამიჩნდა სურვილი, რომ კარგად მესწავლა, რათა გავმხდარიყავი ექიმი და საქართველოს მოქალაქეებისთვის სწორი დიაგნოზი დამესვა, გადამერჩინა ბევრი ადამიანი... 

ასეც ვიქცეოდი, ვსწავლობდი. თანდათან ვიზრდები და ზუსტად 8 თვის წინ უბრალოდ ყბის პანორამაზე მივედი, რადგან ბრეკეტები უნდა გამეკეთებინა. ბათუმში მითხრეს, მეოთხე სტადია ავთვისებიანი სიმსივნე გაქვსო და რომ ამ დაავადებას რუსეთის გარდა ვერც ერთი ქვეყანა ვერ განკურნავდა. უფალს მადლობა, თბილისში წამიყვანეს ჩემმა მშობლებმა და იქ აღმოჩნდა, რომ არ იყო გამორიცხული ეს დაავადება, მაგრამ განკურნება საქართველოშიც შეიძლებოდა. ძვალი რომ დათესეს, 1 კვირა პასუხსს ველოდებოდით. 1 კვირის შემდეგ გაირკვა, რომ უბრალოდ ქვედა ყბაზე მქონდა კეთილ თვისებაში გადასული კისტები, რომლის ამოკვეთაც იქვე შეიძლებოდა, სულ მარტივად და უმტკივნეულოდ.

დღესდღეობით სრულიად ჯამრთელი ვარ ფიზიკურად, მაგრამ სულიერად განადგურებული... ისმის კითხვა "რატომ?" იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძირითადად უსამართლობის მომხრე მოქალაქეები გვყავს, უფალმა იცის, რამდენ ბავშვს არ გაუმართლა ისე, როგორც მე და რამდენი ბავშვი უცოდინარობის გამო გარდაიცვალა. 

მე დღესდღეობით ვსწავლობ იმისთვის, რომ დავეხმარო ჩემს საქართველოს განვითარებაში. ვცდილობ, ჩემი თავგადასავლის მერე სადაც მოვხდები, ყველას მოვუყვე, თუ როგორ ცდებიან ექიმები, ამისთვის საჭიროა ვისწავლოთ ჩვენ, ახალმა თაობამ, რათა შეიცვალოს და განვითარდეს განათლების სისტემა..."

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება