სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როდის იწყება სასწავლო წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
15-09-2019
-
+


მივეჩვიეთ, რომ სასწავლო წელი ტრადიციულად სექტემბერში იწყება და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია. წლების წინ მოსწავლეები მერხებს პირველ სექტემბერს უბრუნდებოდნენ, დღეს თარიღი შეცვლილია და თანამედროვე მოსწავლეები სწავლას 15 სექტემბერს (წელს 16 სექტემბერს, უქმე დღის გამო) იწყებენ. 

საინტერესოა როდის იწყება სასწავლო წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ევროპა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში - ბალტიისპირეთში, ბელგიაში, უნგრეთში, მაკედონიაში, ირლანდიაში, პოლონეთსა და სლოვენიაში სწავლა პირველ სექტემბერს იწყება.

ჩრდილოეთის ქვეყნებში - ფინეთში, დანიასა და შვედეთში, სადაც ზამთარი ყველაზე ადრე დგება, მოსწავლეები სწავლას აგვისტოს მერე ნახევარში იწყებენ. 

გერმანიაში კი სწავლის დაწყების თარიღი სკოლაზეა დამოკიდებული. ზოგი მოსწავლე მერხს აგვისტოს ბოლო კვირიდან უბრუნდება, ზოგს კი არდადეგები სექტემბრის შუა რიცხვებამდე უგრძელდება.

15 სექტემბერს იწყება სასწავლო წელი ბულგარეთსა და რუმინეთში, 3-ში საფრანგეთში, 11-ში კი - საბერძნეთში.

ინგლისში სწავლას რეგიონის მიხედვით - სექტემბრის პირველ ან მეორე კვირას იწყებენ, ხორვატიაში კი - სექტემბრის პირველ კვირას.

იტალიაში სწავლის დაწყების თარიღი „მცოცავია“ და სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს იწყება. ამიტომ მოსწავლეებისთვის სკოლის კარი სექტემბრის პირველ, მეორე და ხანდახან  მესამე კვირასაც კი იხსნება. 



აშშ და კანადა - კანადურ და ამერიკულ სკოლებში ჩვეულებრივ სწავლის დაწყების პირველი დღე შემოდგომის პირველი ორშაბათია.

ლათინური და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. 

ამ ქვეყნებში ზამთარი დგება მაშინ, როდესაც ჩვენთან ზაფხული იწყება, გაზაფხული კი - როცა ჩვენს ქვეყანაში შემოდგომა დგას. 

ამიტომ არგენტინის, ბრაზილიის და კოსტა-რიკის სკოლების კარი თებერვლის პირველ კვირას იხსნება. ჩილეში მოსწავლეები სწავლას 1 მარტს იწყებენ, ურუგვაიში კი - მარტის პირველ ორშაბათს.

ბარბადოსში სასწავლო წელი სექტემბრის მესამე კვირას იწყება, გვატემალაში - იანვრის მეორე ორშაბათს, ჰონდურასში კი - 1-ელ აგვისტოს.

მექსიკაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი „მცოცავია“, აგვისტოში იწყება და თითოუელ წელს სხვადასხვა რიცხვში.

აზია. ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ლაოსში, მონღოლეთში და მიანმარში ახალი სასწავლო წელის დასაწყისი სექტემბრის მეორე ოთხშაბათია.

სამხრეთ კორეაში, მოსწავლეები მერხებთან 3 მარტს ბრუნდებიან.

ინდოეთის სკოლების უმეტესობა კი მუშაობას მარტის შუა რიცხვებში ან აპრილის დასაწყისში იწყებს, მართალია ქვეყნის ზოგიერთ შტატებში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სასწავლო წელი ივნისის შუა რიცხვებში იწყება.

იაპონელი მოსწავლეები მერხებს პირველ აპრილს უბრუნდებიან. სწორედ ამ დროს იწყება სიცოცხლის, სილამაზისა და ახალგაზრდობის სიმბოლოს საკურას ყვავილობა.

ტაილანდელი სკოლის მოსწავლეებსთვის სკოლის კარი პირველ მაისს, ტაილანური ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ იღება. ახალ წელს კი ტაილანდელები ჩვეულებრივ აპრილის შუა რიცხვებში აღნიშნავენ. 

ფილიპინელი მოსწავლეები კი სასკოლო ცხოვრებას ივნისის პირველ რიცხვებში უბრუნდებიან. 

სინგაპურში სწავლას მკაცრად უდგებიან. სასწავლო წელი აქ, არდადეგების გარეშე, 9 თვე გრძელდება. შემდეგ ექვსკვირიანი არდადეგები ეწყებათ. სასწავლო წლის დაწყების თარიღი სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვაა: ან იანვრის დასაწყისში ან ნოემბრის ბოლოს.

აფრიკა. აფრიკელი ბავშვების უმეტესობა სკოლაში სექტემბერში მიდის. ეთიოპიაში, ნიგერიაში, სომალისადა ალჟირში სკოლა სექტემბრის პირველ კვირას იწყება.

ასევე პირველ სექტემბერს იწყებენ სკოლაში სიარულს კენიის ზოგიერთ რეგიონში მცხოვრები ბავშვები, ამ ქვეყნის სხვა რეგიონებში კი სასწავლო წელი იანვარში, საახალწლო არდადეგების დამთავრებისთანავე  იწყება. 

იანვრის შუა რიცხვებში მიდიან სკოლაში ტანზანიელი და სამხრეთ აფრიკელი მოსწავლეები. სამხრეთ სუდანში კი სწავლა 20 მარტს იწყება. 

ავსტრალიაში კი სასწავლო წელი ავსტრალიის დღის აღნიშვის შემდეგ იწყება, რომელსაც ქვეყანაში 26 იანვარს ზეიმობენ. ამასთან თუ 27 იანვარი შუა კვირაში ან კვირის ბოლოს მოუწია, სწავლის დაწყების დღე უახლოეს ორშაბათს გადაინაცვლებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება