სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

პოპულარული პროფესიები, რომლებსაც გაქრობა ემუქრება
29-08-2018
-
+


მსოფლიო სწრაფად იცვლება. მასთან ერთად კი იმ პროფესიების ნუსხა, რომელიც უახლოეს წლებში იქნება მოთხოვნადი. 

თუ გუშინ ყველაზე პრესტიჟული პროფესიები იურიდიული და ეკონომიური იყო, ხვალ სულ სხვა რამ იქნება პრიორიტეტული.

ფუტუროლოგები - მეცნიერები რომლებიც მომავლის პროგნოზირებით არიან დაკავებულნი, ამბობენ, რომ დღევანდელი სკოლის მოსწავლეების დაახლოებით ნახევარი დაეუფლება სპეციალობებს, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არ არსებობს. ბევრი არსებული პროფესია კი ისტორიად იქცევა.

მსოფლიოში ცნობილმა თეორეტიკოსმა, ფიზიკოსმა და ფუტუროლოგმა მიჩიო კაკუმ (სიმების თეორიით გაითქვა სახელი, რომელიც ხსნიდა როგორ არის მოწყობილი სამყარო) მორიგი მოხსენება წარმოადგინა, თემაზე - რა გველოდება მომავალში. 


ფუტუროლოგმა, გააჟღერა პროფესიები, რომელთა დაუფლება აღნიშნულ მომენტში უკვე უაზრობაა.

მისი აზრით, მალე ათეულობით პროფესია გაქრება და ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ჩაანაცვლებს. პირველ რიგში შემცირდება იურისტებისა და ეკონომისტების მნიშვნელობა, რადგან მათ რობოტები შეცვლიან. მეცნიერის თქმით, რობოტები მარტივად შეძლებენ განცხადებებსა და საჩივრებს შედგენას და ასევე ფინანსურ დეკლარაციების შევსებას. ამასთან, მიჩიო კაკუ აღნიშნავს, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები - ადვოკატები და ფინანსური ანალიტიკოსები კვლავაც დაფასებული იქნებიან.

„დღეს ბევრი ბანკირი ამბობს, მოდით, მაღალანაზღაურებადი ფინანსური ანალიტიკოსები ალგორითმებით ჩავანაცვლოთ, მაგრამ ალგორითმები ადამიანის სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი ვერ იქნება - ისინი ადამიანს მხოლოდ დაეხმარებიან და გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო მდიდარ ინფორმაციას მისცემენ“,-განმარტავს საკუთარ პოზიციას მიჩიო კაკუ.

მეცნიერის თქმით, სამომავლოდ ტექნიკური მოწყობილობები ნაწილობრივ ჩაანაცვლებენ ოჯახის ექიმს.

„თუ თქვენ ავად გახდით, საწოლიდან ადგომის გარეშე შეგეძლებათ ვირტუალურ რობოტ ექიმს მიმართოთ და სიმპტომების შესახებ უამბოთ. არ მოგიწევთ არსად წასვლა და ღილაკების დაჭერაც კი: რობოტი ექიმი ზუსტ კითხვებს დაგისვამთ. შემდეგ კი ამგვარივე სიმპტომების მქონე პაციენტების მონაცემთა უზარმაზარ ბაზაზე დაყრდნობით დიაგნოზს დასვამა“,-აღნიშნავს თეორეტიკოსი.

გარდა ამისა, შემცირდება საშუალო სამედიცინო პერსონალზე მოთხოვნილება, რადგან მოწყობილობები  ანალიზების უმეტესობის გაკეთებას შეძლებენ. მაგრამ, ამასთან ერთად მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ცოდნა, რომლებიც მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან, მოთხოვნადი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება