სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ აღნიშნავენ მარიამობის წინა ღამეს სამეგრელოში - საინტერესო ტრადიცია
28-08-2018
-
+


სამეგრელოში მარიამობის წინა ღამეს „ჭიაკოკონობას“ აღნიშნავენ. ჭიაკოკონა ძველი წარმართული რიტუალია, რომელიც ცრურწმენის მიხედვით ადამიანებს ცეცხლზე გადახტომით ავი ძალებისგან ათავისუფლებს. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ვისაც ამის სჯერა, მაგრამ ეს ტრადიცია მეზობლების თავშეყრის მიზეზად დღემდე ისევ რჩება.

„ჭიაკოკონას“ დანარჩენი კუთხეებისგან განსხვავებით სამეგრელოში მარიამობის წინა ღამეს აწყობენ. სამეგრელოში გავრცელებული რწმენის მიხედვით, „ჭიაკოკონობის“ ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონი დაინთებოდა, კუდიანებისაგან იწმინდებოდა. 

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანობისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი ჩვეულებრივი ცოდვილი პიროვნება. 

ადამიანი რომ ღმერთისთვის მისაღები გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. 

ეს აქტი ცეცხლში გავლით, კოცონზე გადაბიჯებით ან გადახტომით აღესრულებოდა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

XXI საუკუნეშიც კი ძველი თაობის წარმომადგენლები ამგვარად ფიქრობენ და „ჭიაკოკონასაც“ იმიტომ ანთებენ, რომ ბოროტი ძალებისაგან გათავისუფლდნენ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი უკვე გართობაში გადაიზარდა. 

სამეგრელოს სოფლების უმრავლესობა და ნაწილობრივ ქალაქის მაცხოვრებლებიც ამ დროს გარეთ გამოდიან, ისინი ერთად იკრიბებიან და მანქანის საბურავებით დიდ „ჭიაკოკონას“ ანთებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება