სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

მწერლები და წიგნები, რომლებსაც საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები კითხულობენ
23-07-2018
-
+


წიგნების კითხვა, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო საქმეა დედამიწის ზურგზე. ზოგისთვის ეს ჰობია, ზოგისთვის ყოველდღიური საქმიანობა, ზოგისთვის კი უბრალოდ მოვალეობა.

პირველად წაკითხული წიგნი, საყვარელი ჟანრი, წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ავტორი, რომელმაც კითხვა შეაყვარათ - Etaloni.ge-მ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს ამ კითხვებით მიმართა. 

სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორი იაშა ცინცაძე:

„საერთოდ, „ვეფხისტყაოსანს“ ყოველ წელს ვკითხულობ. ახლაც დაწყებული მაქვს უკვე კითხვა. ასევე, ძალიან მიყვარს „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელიც პატრიოტული და ქართული სულით გაჟღენთილი ნაწარმოებია. ზოგადად, ქართველი მწერლების ნაწარმოებები ძალიან ცხოვრებისეულია, ნაცნობია ჩვენთვის ის, რასაც აღწერენ და ამიტომ, ხშირად ვურჩევ მათ წაკითხვას მოსწავლეებს. უცხოური ლიტერატურიდან დიდ პატივს ვცემ უილიამ შექსპირს და მის შემოქმედებას“. 

ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ღოღობერიძე:


„ჩემი საყვარელი მწერალია ნოდარ დუმბაძე და საყვარელი წიგნი „უქარქაშო ხმლები“. ზოგადად, ქართულ ნაწარმოებებს ვანიჭებ უპირატესობას და მათ ვკითხულობ“. 

შუაღელეს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კირჩხელი:

„ძალიან მიყვარს ისტორიული ჟანრი და შესაბამისად, ჩემი საყვარელი ნაწარმოები „დიდოსტატის მარჯვენაა“. უცხოელებიდან კი გი დე მოპასანის შემოქმედებას ვკითხულობ“. 

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ხალვაში:


„ჩემი საყვარელი წიგნია „დათა თუთაშხია“ და საყვარელი პოეტი ლადო ასათიანი. ასევე, ძალიან ხშირად ვკითხულობ უილიამ შექსპირის შემოქმედებას“. 

ქვედა სამების საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნაკაიძე:

„ქართველი მწერლების წიგნებს ვკითხულობ ყველაზე ხშირად. აქედან გამომდინარე კი, ამორჩევა მიჭირს“. 

ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანონ მამულაიშვილი:


„კონსტანტინე გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი და ქართველი კლასიკოსები. მიყვარს დოჩანაშვილი და ვფიქრობ, რომ მისი ყველა წიგნი სამაგიდო წიგნად უნდა იყოს ქცეული. განსაკუთრებით კი, „სამოსელი პირველი“. 

აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გათენაძე:

„ბავშვობაში სულ უცხოელი მწერლების წიგნებს ვკითხულობდი. ისე, ძალიან მიყვარს ილია ჭავჭავაძე და „ოთარაანთ ქვრივი“, ნიკოლოზ ბარათაშვილი. ჟანრებიდან დეტექტივებს გამოვარჩევდი“. 

გორგაძეების საჯარო სკოლის დირექტორი მარინა კონცელიძე:

„მწერალი - კონსტანტინე გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი, ვიქტორ ჰიუგო. წიგნებიდან კი განსაკუთრებით მომწონს „დათა თუთაშხია“. 

ზენითის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ქათამაძე:

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ნოდარ დუმბაძეს და მის ნაწარმოებებს ხშირადაც ვკითხულობ. თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ჯერ კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ნელ-ნელა ვეცნობი.“ 

კვირიკეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხალვაში:

„სულ წავიკითხავ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს. ასევე ძალიან მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“, „გრაფი მონტე-კრისტო“. ძირითადად, ისტორიული ჟანრის წიგნებს ვკითხულობ.“

ხალას საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ლორთქიფანიძე:

„ფრანგული პროზა მომწონს ძალიან და ფრანგი კლასიკოსები“. 

„საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის“ ადმინისტრატორი ნინო დევნოზაშვილი: 

„ჩემი საყვარელი მწერალია ნოდარ დუმბაძე, რომლის ნაწარმოებებსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ასევე, რევაზ ინანიშვილი და გოდერძი ჩოხელი. აი, ჩემთვის „ადამიანთა სევდა“ იყო ის ნაწარმოები, რომელმაც ბევრ რამეზე დამაფიქრა, მასწავლა და შემცვალა. ძალიან ხშირად ვკითხულობ რუსულ ლიტერატურასაც, ტოლსტოის, დოსტოევსკის და ბულგაკოვის ნაწარმოებებს, თუმცა განსაკუთრებულად მაინც ტოლსტოი მიყვარს“. 

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან სიხარულიძე:
 

„კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, „ვეფხისტყაოსანი“ და „ოსტატი და მარგარიტა“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება