| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგების - ვლადიმერ კიღურაძისა და დოდო ჭოლაძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
ღვაწლმოსილი მასწავლებლები მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
2 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
სტუმრებმა მასწავლებლებს გულითადი მადლობა გადაუხადეს პროფესიისადმი ერთგულებისთვის, ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით ეს დამსახურებული ჯილდო გადაეცა სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლებს - ვლადიმერ კიღურაძესა და დოდო ჭოლაძეს.
სკოლაში ახარებთ პედაგოგთა შრომისა და ღვაწლის დაფასება და მათ კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მათ ამ აღიარებას და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი ღვაწლის დაფასებას, მათი საქმიანობის აღიარებასა და პროფესიულ წახალისებას.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა