სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლაში ევროპული ენების დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
07-10-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში ​უცხო ენების კათედრის ორგანიზებით, ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა.

​დღე განსაკუთრებული განწყობით დაიწყო - მე-5 კლასის მოსწავლეები დილიდანვე შეეგებნენ სკოლის საზოგადოებას და მოსწავლეებსა თუ პედაგოგებს სხვადასხვა ევროპულ ენაზე ესალმებოდნენ. ​

ღონისძიებათა ციკლი მოიცავდა საინფორმაციო და შემეცნებით ნაწილსაც: ​მე-7ე კლასის მოსწავლეებმა (ანამარია ჯანიაშვილმა,ვიქტორია გოტაძემ და მანანა ნაცვლიშვილმა) საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს მე-4, მე-5 და მე-6 კლასელებს. ​Xდ კლასის მოსწავლეებმა - გიორგი ჯალიაშვილმა და ანა აზარაშვილმა, მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც წარადგინეს როგორც თავიანთ თანაკლასელებთან, ასევე IIდ კლასის მოსწავლეებთან. ​

საინფორმაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, პატარებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო და ინტერაქციულ აქტივობებში, რამაც ეს დღე მათთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

პარალელურად, უცხო ენის პედაგოგებმა თითოეულ კლასში ინდივიდუალურად ჩაატარეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობები.

​დღის ბოლოს კი გაიმართა შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ენების ცოდნისა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება